ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7274 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7536 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9639 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9940 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 0.0847 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 22 მაისს შევა ძალაში.