თეგებით ძიება

ნუ ჩაყვებიან საოლქო კომისიების წევრები პოლიტიკურ საფლავში ნურც ჟვანიას და ნურც ქართულ ოცნებას - კაპანაძე

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, ქართულ ოცნებაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საოლქო კომისიებმა აღარ გადათვალონ თავიდან უბნები, რადგან როგორც კაპანაძე აღნიშნავს, ამით უბნებზე იცვლება ხმათა რაოდენობები.

კაპანაძე მოუწოდებს საოლქო კომისიის წევრებს, რომ ნუ ჩაყვებიან პოლიტიკურ სამარეში თამარ ჟვანიასა და ქართულ ოცნებას.

„ჩვენ გუშინ ვნახეთ ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი, როდესაც სამგორის 97-ე უბნის გახსნის და ბიულეტენების გადათვლის შედეგად, ბიულეტენები, სადაც ოპოზიციური ხმები იყო აღრიცხული, აღმოჩნდა გამოუყენებელი ხმების დასტაში. ეს არის უპეცენდენტო დარღვევა, რადგან გამოუყენებელი ბიულეტენების დასტა ილუქება მანამ, სანამ საერთოდ მოხდება ყუთის გახსნა. ანუ, როგორც ჩანს იმ უბანზე იყო სრული ვაკხანალია და ეს არის სული საფუძველი იმის, რომ ის უბანი გაუქმდეს. როდესაც საოლქომ გადაითვალა, კი არ გააუქმა უბანი, არამედ ახალი ოქმი დაწერა და თავიდან შეასწორა ძველი ოქმი.

როგორც ჩანს, იმდენად შეეშინდათ ამ გადათვლების ქართულ ოცნებაში, რომ დღეს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არცერთი სახვა უბანი თავიდან აღარ გადათვალონ, რადგან იციან, რომ ამ უბნებშიც იგივე ტიპის პრობლემებია.

ამიტომ, უკვე მიიღეს გადაწყვეტილება და უკვე დაავალეს საოლქო კომისიებს, რომ როდესაც იქნება საჩივარი უბნის გადათვლასთან დაკავშირებით და როგორგ წესი ეს საჩივრები ეფუძნება იმას, რომ იმ კონკრეტულ ოლქებში, ოქმებში ჩანს ბიულეტენების ნაკლებობა.

ამიტომ, მიიღეს გადაწყვეტილება და უკვე დაავალეს სხვადასხვა საოლქოებს, რომ აღარ გახსნან და აღარ გადათვალონ უბნები და ეს არის ძალიან შემაშფოთებელი რამ, რადგან პრაქტიკულად ამით წერტილი დაუსვეს შანსს იმისა, რომ ეს უბნები იყოს გაუქმებული.

მინდა მივმართო როგორც საოლქო კომისიებს, ისე მათ წევრებს და თავჯდომარეებს, რომ ამ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილნონ და ნუ ჩაყვებიან პოლიტიკურ საფლავში ნურც ჟვანიას და ნურც ქართულ ოცნებას. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ წერტილი დაუსვეს ნებისმიერი შანსს იმისა, რომ ასეთი უბნები, რომლებიც აშაკარაა, რომ არის გაყალბებული, გაუქმდეს.

ამიტომ, მე ყველას მოვუწოდებ, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეასრულონ, წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოცნდება, რომ მათ კიდევ ერთი წერტილი დაუსვეს ამ უკვე გაყალბებული არჩევნების რაიმე სახით გამოსწორების შანსსაც კი.“ - განაცხადა კაპანაძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა