თეგებით ძიება

მოპარული არჩევნები - ძალა ერთობაშია მესამე სექტორს შეხვდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს წარმომადგენლები თამარ კორძაია, ზურაბ ხარატიშვილი და თინა ბოკუჩავა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) აღმასრულებელ დირექტორ ეკა გიგაურს, სამართლიანი და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორ (ISFED) ელენე ნიჟარაძესა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე (საია) სულხან სალაძეს შეხვდნენ.
ოპოზიციის წევრებმა არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველთან 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამოვლენილი მასობრივი დარღვევები განიხილეს, რამაც განაპირობა ოპოზიციის ერთობლივი შეფასება არჩევნების ლეგიტიმაციის არ ცნობასთან დაკავშირებით.
ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლება განიხილეს სამომავლო ნაბიჯები.


წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა