თეგებით ძიება

როგორ მოვხიბლოთ დედამთილი - 4 სიბრძნე გამოცდილი ფსიქოლოგისგან

როგორც წესი, დედამთილი არის დედა უნაკლო მამაკაცისა, რომელსაც ცოლის არჩევაში არ გაუმართლა... თუმცა, მოდი დავამსხვრიოთ სტერეოტიპები და ვცადოთ „მონსტრი დედამთილისგან“ მეგობრის თუ არა, კეთილგანწყობილი თანამოსაუბრის შექმნა.

გახსოვდეთ, რომ ქორწინება ქალს არა მხოლოდ საქორწინო ბეჭედს, არამედ დედამთილსაც ჩუქნის, ამიტომ მასთან პირველი შეხვედრის წინ მსუბუქი პანიკის გრძნობა ნორმალურია.

გახსოვდეთ, რომ თუ სწორად იმოქმედებთ, პოტენციურ მეტოქეს ოჯახურ ურთიერთობებში საიმედო მხარდამჭერად აქცევთ.

სიბრძნე პირველი:
გახსოვდეთ, დედამთილთან ვიზიტისთვის ღრმა დეკოლტე და ძალიან მოკლე კაბა არ გამოდგება. ოჯახური შეხვედრებისთვის უმჯობესია დახურული სტილისა და მშვიდი ტონების კაბა შეარჩიოთ. პროვოცირებისა და ცეცხლში ნავთის ჩასხმის ნაცვლად, ეცადეთ დედამთილი დაარწმუნოთ, რომ კარგ ოჯახში აღზრდილი გოგონა ხართ. იგივე ეხება მაკიაჟსაც - მყვირალა ტონები და შავი ტუჩსაცხი დედამთილთან შეხვედრისთვის არ გამოგადგებათ.

სიბრძნე მეორე:
გახსოვდეთ, დედამთილი და მისი მეგობარი ქალები მიკროსკოპით გათვალიერებენ, ამიტომ სიყალბე შეუმჩნეველი არ დარჩება. თავი შეიკავეთ სუფრის დიზაინისა და დედამთილის დამზადებული კერძების ყალბი ქებისგან და ეცადეთ საუბრისთვის საინტერესო თემა შეარჩიოთ. იდეალური ვარიანტი იქნება თუ საოჯახო ალბომით და მეუღლის ბავშვობისდროინდელი ფოტოებით დაინტერესდებით - რომელი დედა არ გამოიყენებს საყვარელ შვილზე საუბრის შანსს?

სიბრძნე მესამე:
ნუ ეცდებით, რომ დედამთილის მეგობარი გახდეთ - საეჭვოა, პირველივე თვეებში ეს მოახერხოთ. უმჯობესია, გაარკვიოთ ვინ ან რა არ უყვარს თქვენი მეუღლის დედას და ამ მიმართულებით საერთო პოზიცია გამონახოთ. შესაძლოა, თქვენი დედამთილი დასანახად ვერ იტანს მეზობელს, რომელიც თვალით არ გინახავთ ან რომელიღაც ტელეშოუ არ უყვარს - საკმარისია, დაანახოთ, რომ მის პოზიციას იზიარებთ. დედათილი ამას აუცილებლად შენიშნავს და ისე, რომ თავადაც ვერ მიხვდება, თქვენს მიმართ კეთილგანწყობილი გახდება.

და ბოლოს, უკანასკნელი სიბრძნე:
მომავალი ქმრის მშობლებთან სახლში მისვლისას ეცადეთ პატივისცემა გამოხატოთ. გახსოვდეთ, საჩუქრის მიღება ყველას სიამოვნებს, ამიტომ ეცადეთ გაარკვიოთ, როგორი საჩუქრები უყვარს თქვენს დედამთილს ან ინტერიერის რომელი ნივთის შეძენას ისურვებდა. თუ თქვენი საქმროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ვერაფრით დაგეხმარათ, გახსოვდეთ, რომ უნივერსალური საჩუქრებიც არსებობს. მაგალითად, ხარისხიანი შოკოლადების შეკვრა ან კარგი ღვინო. მთავარია,რომ ცარიელი ხელებით და ქვეტექსტით არ მიადგეთ, რომ საუკეთესო საჩუქარი თქვენ ხართ.

და ბოლოს, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ეს განაჩენი არაა. ნუ დაივიწყებთ ისეთი უბრალო სიტყვების შესახებ, როგორიცაა გმადლობთ, ბოდიში, გეთაყვა. ხშირად გაიღიმეთ. იყავით თავაზიანი და ყურადღებიანი. ამით დედამთილსაც მოხიბლავთ და საყვარელ ადამიანსაც ასიამოვნებთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა