თეგებით ძიება

არავის, მით უმეტეს კრიმინალური წარსულის მქონე პოლიტიკოსებს, არ მივცემთ ქვეყანაში არეულობის შემოტანის შესაძლებლობას - კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე, საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, კალაძემ აღნიშნა, რომ კანონის დამრღვევ ყველა პირს პასუხი მთელი სიმკაცრით მოეთხოვება და წარსულში კრიმინალური წარსულის მქონე პოლიტიკურ ძალებს არ მისცმენ უფლებას ქვეყანაში არეულობა შემოიტანონ .

"მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, არავის და მით უმეტეს, კრიმინალური წარსულის მქონე პოლიტიკურ ძალებს არ მივცემთ ქვეყანაში არეულობის შემოტანის შესაძლებლობას. კანონის დამრღვევ ყველა პირს მოეთხოვება პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით. მადლობას ვუხდით საარჩევნო ადმინისტრაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მოთმინებისთვის, რომელსაც ისინი ამ დღეების განმავლობაში იჩენენ. ყველა, ვინც შეეცდება პოლიციელის თუ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლის ღირსების ხელყოფას, უმკაცრეს პასუხს მიიღებს."- აღნიშნა კახა კალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა