თეგებით ძიება

მაგია თუ ცრურწმენა - რატომ არ შეიძლება საათის ჩუქება?

მაგებს მტკიცედ სწამთ, რომ მაჯისა და კედლის, მობილურ ტელეფონსა თუ გაჯეტებში ჩაშენებული საათები მაგიურ ძალას ფლობენ, რადგან ენერგეტიკულად, მფლობელის სიცოცხლის დღეებს უკავშირდებიან.

სწორედ ამ მიზეზით, მაგები ამბობენ, რომ საათის გაჩერება მნიშვნელოვანი და ზოგჯერ საშიში მინიშნებაა. ისინი გვირჩევენ, რომ მოვერიდოთ დაბადების დღეზე საათის ჩუქებას - ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც იუბილარის დარჩენილი სიცოცხლის დღეების ათვლა.

ამბობენ, რომ მაჯის საათს თავის მფლობელთან იმდენად მჭიდრო კავშირი აქვს, რომ ზოგჯერ, მისი მექანიზმის მუშაობა გულისცემის რიტმს ემთხვევა, ამიტომ თუ საათი რაიმე მიზეზით გაჩერდა სასწრაფოდ უნდა იზრუნოთ ამის გამოსწორებაზე.

ხალხური რწმენის თანახმად, საათის გაჩერება განსაცდელის მანიშნებელია, რომელზეც „ზემოდან“ გაფრთხილებენ. თუ გაჩერებული საათი თავისთავად ამუშავდა, ეს ნიშნავს, რომ მტრები გყავთ, რომლებიც ნებისმიერ წუთს მზად არიან თქვენთვის დარტყმის მოსაყენებლად, თუმცა ამჯერად, უსიამოვნებებმა გვერდით ჩაგიარათ.

ხშირად, გაჩერებული საათი შესაკეთებლად ხელოსანთან მიაქვთ. ეს შექმნილ ვითარებაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ამით მტრების ნეგატიური ზემოქმედებისგან გათავისუფლდებით და უსიამოვნებებს თავიდან აიცილებთ.

თუ საათის ამუშავება ხელოსანმაც ვერ მოახერხა, მაგების აზრით, ჯობს მის ტარებაზე უარი თქვათ. უმჯობესი იქნება თუ ნეგატიური ენერგეტიკისგან თავის დასაცავად, გაჩერებულ საათს მუქ ნაჭერში გაახვევთ, ყუთში ჩადებთ და გადააგდებთ.

თუ საათი გადასაგდებად არ გემეტებათ, მუქ ნაჭერში შეხვევის შემდეგ იასამნისფერი ბამბის ძაფი შემოახვიეთ, მუყაოს კოლოფში ჩადეთ და თავსახური დააწებეთ. რა თქმა უნდა, ეს ყუთი პირადი ნივთებისგან შორს უნდა შეინახოთ.

კედლის საათი
კედელზე ჩამოკიდებული ან ავეჯზე დადგმული საათი ოჯახის ყველა წევრს უკავშირდება, ამიტომ მაგების აზრით, მისი გაჩერება ერთობლივ განსაცდელზე მიანიშნებს. მაგალითად, ხანძარზე, სკანდალზე, განქორწინებაზე და ა.შ. თუ ოჯახში, სადაც კედლის საათი გაჩერდა, ერთი ადამიანი ცხოვრობს, ყურადღება უნდა მიაქციოს პირადი ცხოვრების პრობლემებს, რადგან შესაძლოა, გაჩერებული საათი წარუმატებელი სიყვარულის მანიშნებელი იყოს. ნურც კარიერის შესახებ დაივიწყებთ, რადგან ხშირად საათის მექანიზმის გაჩერება იმაზე მიანიშნებს, რომ მისი პატრონი იმედგაცრუებულია, საკუთარ ძალებში ეჭვი ეპარება, აპათიამ შეიპყრო და საკუთარი ბედნიერებისთვის ბრძოლა აღარ უნდა.

თუ გაჩერებული საათი თავისთავად ამუშავდა, იმის მანიშნებელია, რომ ყველაფერი შესანიშნავადაა, სასიყვარულო ურთიერთობები და სამსახურეობრივი საქმეები გამოსწორდა და ცხოვრება ნორმალურ რიტმს უბრუნდება.

დასადგმელი საათები
ასეთი საათები სახლის საძირკველს განასახიერებენ, ამიტომ მათი გაჩერება შეიძლება უსიამოვნო ამბავს უკავშირდებოდეს. თუ ინტუიცია გკარნახობთ, რომ საათის გაჩერება ავისმომასწავებელია, გაიტანეთ სარდაფში ან რომელიმე ბნელ სათავსოში, გადააფარეთ იისფერი ნაჭერი და 12 დღით დატოვეთ. შემდეგ გამიოიტანეთ ოთახიდან და ხელოსანთან წაიღეთ. გარემონტების შემდეგ შეგიძლიათ საათი თავის ადგილზე დადგათ. თუ ხელოსანმა საათის გაკეთება ვერ შეძლო, ჯობს მისგან სამუდამოდ გათავისუფლდეთ.

და ბოლოს, სანამ საათის გაჩერების გამო განგაშს ატეხთ, გაიხსენეთ, რომ ადრე, როცა საათთან დაკავშირებული ცრუ რწმენები გაჩნდა, უხარისხო ჩინური პროდუქცია არ არსებობდა. ოსტატები თავიანთ სახელს უფრთხილდებოდნენ და წუნდაუდებელ პროდუქციას უშვებდნენ. ძველი, ხარისხიანი საათები ათწლეულების მანძილზე უნაკლოდ მუშაობდნენ, ამიტომ საათის გაჩერება დაუჯერებელ ამბად ითვლებოდა. სრულიად სხვა ვითარებაა ახლა, როცა ბაზარი უხარისხო პროდუქციით გაივსო, ამიტომ მაგების გაფრთხილებებს სერიოზულად არ უნდა მოეკიდოთ და ცრურწმენებს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ უნდა მიანიჭოთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა