თეგებით ძიება

გაყალბების კიდევ ერთი მაგალითი: "ქუთაისში უბანზე კონვერტიდან ზურაბიშვილის მე-2 ტურის ბიულეტინი ამოვიდა"

"ევროპული საქართველოს" წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, ქუთაისის მე-80 უბანზე კონვერტიდან სალომე ზურაბიშვილის მეორე ტურის ბიულეტინი ამოვიდა, თუმცა კომისიის წევრებმა მაშინვე გაარეს ის ისე, რომ დანარჩენებმა ფოტოს გადაღება ვერ მოასწრეს:
"როდესაც უბანზე ბიულეტენები ამოდის და იქ არის ცარიელი კონვერტი, სადაც ბიულეტენი არ დევს, ეს ნიშნავს, რომ ბიულეტენი არის გარეთ გატანილი. ასეთი შემთხვევა, როცა გატანილი იყო ბიულეტენი, იყო 8 804.

ქუთაისში მე-80 უბანზე გვქონდა კურიოზული შემთხვევა, როცა კონვერტიდან სალომე ზურაბიშვილის მეორე ტურის ბიულეტენი ამოვიდა. წინა კარუსელის დროს მორჩენილი ბიულეტენი ჩააგდეს ცარიელი კონვერტის ნაცვლად. მაშინვე გააქრეს, ფოტოს გადაღება ვერ მოასწრო ჩვენმა წარმომადგენელმა, მაგრამ ეს მთელმა უბანმა იცის და ამაზე ბევრი საუბრობს.

ქართული ოცნება თუ ამბობს, რომ 48% აიღო, მარტო ამ მანიპულაციით გამოსდის 36%" - განაცხადა კახიძემ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა