თეგებით ძიება

29-ის მერე ვიქნები ის, რაც ვარ – პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, დამოუკიდებლობით - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლიდან საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართა. როგორც პრეზიდენტმა განმარტა, გუშინ, აქციაზე გამოსვლისას მიკროფონთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზის გამო სათქმელი ბოლომდე ვერ თქვა. მისი თქმით, არ იცის 29-ის მერე სად იქნება, თუმცა კვლავ დარჩება პრეზიდენტად თავისი სიმბოლიკით და დატვირთვით.

29 დეკემბერზე ძალიან ბევრი რამ ისმის. ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შემაშინებენ, დამაშინებენ, რაღაც მუქარებით მელაპარაკებიან და, მგონი, მაინც ვერ მიცნობენ, ან ეს არის მცდელობა, რომ მე ამაგდონ და ვთქვა, რომ აბა რა. მეორე მხრივ, მე ძალიან მადლობელი ვარ და მესმის საზოგადოებიდან და ბევრი სხვადასხვა ჯგუფიდან, რომ აბა რა, დავიცავთ პრეზიდენტს, მაგრამ დასაცავიც არ ვარ, არც მეშინია და ვნახოთ, სად ვიქნები და როგორ ვიქნები 29-ის მერე. მაგრამ ვიქნები ის, რაც ვარ – პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, თავისი დატვირთვით, თავისი დამოუკიდებლობით. ეს პრეზიდენტი იქნება ყველა თქვენგანის მსახური. თქვენ გემსახურებით, როგორც ვემსახურები ქვეყანასა და სამშობლოს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა