თეგებით ძიება

აირჩიეთ ინტუიციურად და გაიგეთ, როგორ მიაღწიოთ ფინანსურ წარმატებას

შეხედეთ ფოტოს, დიდხანს ნუ იფიქრებთ, აირჩიეთ ინტუიციურად ნუმერაციის მიხედვით და გაიგეთ, რა გიშლით ხელს მიაღწიოთ უფრო მეტ ფინანსურ წარმატებას.

ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე ჩვენი საიტის მკითხველებს, სპეციალურად თქვენთვის, გთავაზობთ ფინანსურ ტესტს, რომელიც დაგეხმარებათ ქვეცნობიერის დონეზე გაიგოთ და გააანალიზოთ, რა გიშლით ხელს მიაღწიოთ უფრო მეტ ფინანსურ წარმატებას, რას გეუბნებათ სამყარო მოვლენების ენით.

აირჩიეთ ინტუიციურად და გაიგეთ, როგორ მიაღწიოთ ფინანსურ წარმატებას


ჩემო ძვირფასებო, თქვენი პასუხის წაკითხვის შემდეგ წაიკითხეთ ყველა პასუხი, რადგან თითოეულ პასუხში ამოიკითხავთ ფინანსური ზრდისათვის საჭირო გამოცდილებასა და ცოდნას:

1. და თუ ბევრი ფული მექნება? მეშინია ვერ შევძლო დიდი თანხის მართვა, რადგან ახალი ნაკადის მიღება აპრიორი ნიშნავს ძველი სალაროს დაშლას.
ეს იგივეა გეშინოდეთ წინსვლის და მეტი პასუხისმგებლობის აღების, მაგრამ მტკიცედ შინაგანად გაადაწყვიტეთ და დაისახეთ მიზნად: "მე მინდა ყოველდღიურად თანაბარი თანხის მიღება“ და ელოდეთ, როდის ჩაირთვება ეს ენერგეტიკული არხი თქვენთვის, თქვენ მაშინვე გეცნობათ და მიხვდებით, როდესაც ეს ფინანსური არხი დაიწყებს მოქმედებას და ეს მოხდება თქვენგან უნებლიედ. ფორმულირება გაუწიეთ ამ სურვილს და რწმენით გაუგზავნეთ სამყაროს, რადგან ფინანსებში მნიშვნელოვანია მიზნის დასახვა, სამყარომ უნდა იცოდეს რა გინდათ და რის მისაღებად ხართ მზად, მაგრამ ამასთანავე მზად უნდა იყოთ შესაბამისი მოქმედებებისათვის.

2. რომელი ბლოკი გიშლით ხელს ფინანსების გაზრდაში, მუდმივად სვავთ ამ კითხვას და ეძებთ საკუთარ თავში, თუმცა ეს კითხვა პრინციპში პოპულარულია ყველასათვის, ყოველ ნაბიჯზე თან გსდევთ შინაგანი სასოწარკვეთა, "რა ჩამაგონეს ოდესღაც ისეთი, რაც ხელს მიშლის ფინანსებში“?!

თუმცა ბლოკი ეს ის არის, რომელსაც ადამიანები თავადვე ქმნიან და შეზღუდვებს უწესებენ საკუთარ თავს. თუ გრძნობთ შინაგანად, რომ ხელი გეშლებათ მეტი ფინანსები მიიღოთ ცხოვრებაში, მაშინ აუცილებლად უნდა გაერკვეთ, ჩაეძიოთ და ამ კითხვაზე ხშირად უნდა იფიქროთ. სამყარო მოგცემთ მინიშნებას, დახმარებას, მაგრამ ხშირად კითხვაზე პასუხიც მოდის, დახმარების გზაც, რატომღაც ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ეს კითხვა გაჟღერებული ჰქონდა სამყაროში და გვერდზე ჩაუვლის ხოლმე პასუხიც და დახმარების საშუალების გზებიც... ამიტომ დააკვირდით ყურადღებით რას გეუბნებათ სამყარო მოვლენების ენით და ადამიანების ენით, ან იქნებ მეილზეც ხშირად მოსულა, შეტყობინებაში პასუხიც და დახმარების გზებიც, ნუ დატოვებთ უყურადღებოდ გამოზგავნილ პასუხს, ფართოდ გაახილეთ თვალებიც და ყურებიც, რომ უკეთ დაინახოთ, მოისმინოთ რათა დაეხმაროთ საკუთარ თავს.
როდესაც კითხვას სვავთ და აგზავნით სამყაროში, იყავით დამკვირვებლის პოზიციით, რა პასუხს იღებთ?!

3. "რამდენი იდეა მოდის ცხვრების გზაზე“ მაგრამ რა ცოტას ბედავს ადამიანი არა?! ნაბიჯის გადადგმას ხშირად ახლავს შიში, ვაი თუ წარუმატებელი გამოვიდეს?! და სირცხვილი იპყრობს, თითქოს მისკენ სოციუმი თითს გაიშვერს და დასცინებს“ ეს არის შიში, რომლის გადალახვაც უჭირთ ადამიანებს.
ჩემო ძვირფასებო წარუმატებლობა ნებისმიერ მომენტში მოსალოდნელი არის, მაშინაც შესაძლოა შეცდეთ, თუ ყველაფერი პროფესიონალურ დონეზე გათვალეთ, გეთანხმებით წაქცევა მტკივნეულია და უფრო რთული კიდევ წაქცეულის მდგომარეობიდან წამოდგომა "ცუდი გამოცდილების“ გადალხვა, რის შემდეგაც ფიქრები მოდის: "ვაი თუ კიდევ არ გამომივიდეს?

სინამდვილეში შეცდომა და წაქცევა არ არსებობს, ყველა ამ სიტუაციიდან ვიღებთ გამოცდილებას და რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ვსწავლობთ, ვიზრდებით, ვითარდებით, ვხედავთ იმ სუსტ ადგილს, რაც უნდა გავაძლიეროთ და გავხადოთ ძლიერ მხარედ.

"რაც მთავარია გახსოვდეთ, არაფერს ვეჭიდებით ისეთს, რისი ძალაც არ შეგვწევს“

თქვენ იოლად შეგიძლიათ ყველაფერს თავი გაართვათ და უზარმაზარი ბონუსები მიიღოთ ცხოვრებისგან. რაც უფრო მალე ისწავლით წარუმატებლობის წარმატებად გადაქცევას, მით უფრო გაუმჯობესდება თქვენი ფინანსური კეთილდღეობა.

4. ერთის ხმრივ ზღაპრულ ფერებში უყურებთ სამყაროს, ვარდისფერი სათვალით და მეორეს მხრივ ფიქრობთ, ჩემი საქმიანობის დაწყება მინდა და ელოდებით რაღაც მისტიურ ნიშნებს, თუმცა თქვენი საქმის წამოწყებას, რაიმე სასწაული არ უნდა, ფიქრობთ გჭირდებათ ფინანსები, ადამიანები, ტექნიკა, მაგრამ თქვენის საქმის დაწყება გონებაში ხდება, გახსენით გონებაში სკივრი თქვენი ნიჭით, რაც ყველაზე მეტად გსურთ აკეთოთ და დაიწყეს ამ ყველაფრის ხორცშესხმა, მალევე გამოჩნდება აუცილებელი რესურსები, კონტაქტები, მთავარია შინაგანი მზაობა, მტკიცე გადაწყვეტილება და მოქმედებები ყოველდღიურად თქვენი საქმის შექმნისკენ მიმართული. მაგრამ სანამ ზიხართ და ფიქრობთ, რომ თავისით გაიხსნება ეს სკივრი და საქმიანობა ამოხტება ეს მცდარი პოზიციაა, ამას ნუ დაელოდებით!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა