თეგებით ძიება
21. 05. 2024 მსოფლიო

სლოვაკებმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალების შესაძენად 4 მილიონი ევრო შეაგროვეს

აპრილის შუა რიცხვებში დაწყებულმა ინიციატივამ "საბრძოლო მასალა უკრაინისთვის" 67 ათასი დონაციით 4 მილიონზე მეტი ევროს შეგროვება შეძლო.

ინიციატივის ავტორები სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან. იდეის ავტორი ფოტოჟურნალისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ღია საზოგადოების ფონდის" ხელმძღვანელია. 

ინიციატივას წინ უძღოდა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იურაი ბლანარის მიერ მარტის ბოლოს გაკეთებული განცხადება უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ.

"არ არსებობს ამ ომის სამხედრო გზით გადაჭრის შესაძლებლობა". - თქვა ბლანარმა. 

უკრაინის დასახმარებლად ფულის შეგროვების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლუსია სტასელმა Euronews-თან თქვა, რომ ინიციატივა სლოვაკი მოქალაქეების რეაქციაა ქვეყნის მთავრობის პრორუსული პოზიციის წინააღმდეგ.

"მთავრობა არ ცდილობს, რომ უკრაინას დაეხმაროს; სამაგიეროდ, ცდილობს ხალხი". - თქვა სტასელმა Euronews-თან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა