თეგებით ძიება

6 მიზეზი, რის გამოც ლამაზი ქალი მარტო რჩება

საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ ლამაზი ქალის წინ ყველა კარი ფართოდ იღება, რომ მისთვის პრობლემა არ არსებობს და რამეს თუ ისურვებს, მიზანს ადვილად აღწევს.

ნაწილობრივ, მართლაც ასეა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ხშირად ლამაზი ქალები მარტო რჩებიან.

ვნახოთ, რა არის ამიზ მიზეზი?

მამაკაცებს ლამაზი ქალების ეშინიათ
ნებისმიერი მამაკაცი, სანამ ქალთან გასაცნობად მივა, ურთიერთობის განვითარების საკუთარ შანსებს აფასებს. წინდახედული მამაკაცი უარის მიღების შიშით, თვალისმომჭრელ ლამაზმანთან ურთიერთობას ჩვეულებრივ გოგონასთან დაახლოებას არჩევს. ანუ ერთი მოწონს, მაგრამ მეორეს ირჩევს.

ლამაზი ქალებს მთელი ყურადღება საკუთარი გარეგნობისკენ აქვთ გადატანილი
რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი განსხვავებულია. არიან თავმდაბალი გოგონებიც და ამპარტავნებიც, მაგრამ უმეტესად, ლამაზმანებს მთელი ყურადღება საკუთარი გარეგნობისკენ აქვთ გადატანილი. ისინი უპიტატესობას ძვირადღირებული ბრენდის სამოსს და უძვირფასეს კოსმეტიკას ანიჭებენ, რაც ბევრი მამაკაცისთვის ხელმიუწვდომელია. ამასთან, მამაკაცისთვის ბრენდირებულ აქსესუარებზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ლამაზი ქალი მისი ერთგული იყოს.
თავის მოვლა კარგია, მაგრამ მამაკაცისთვის მომაბეზრებელია ქალი, რომელიც ყოველ დღე სილამაზის სალონებში და ტანსაცმლის მაღაზიებში დადის და გამუდმებით ფულს ითხოვს და ცდილობს მისგან დროულად გათავისუფლდეს.

ლამაზია ანუ სულელი
როგორც არ უნდა ჩანდეს, სტერეოტიპებს თავისი მიზეზები აქვთ და ეს ლამაზ ქალებთან დაკავშირებულ სტერეოტიპებსაც ეხება. ზოგჯერ მამაკაცები ბრენდირებულ სამოსში გამოწყობილ ლამაზ ქალთან დაახლოებას იმიტომ ერიდებიან, რომ სულელებად მიიჩნევენ, მათ კი გონიერი მსმენელი ჭირდებათ, რომელსაც საკუთარ მოსაზრებებს გაუზიარებენ. მამაკაცი დარწმუნებული არაა, რომ ლამაზი ქალი შესაფერისი ვარიანტია ცხოვრების ერთგული თანამგზავრობისთვის.

ლამაზი ქალები მომთხოვნები და პრეტენზიულები არიან
ლამაზი ქალების უმეტესობას მიაჩნია, რომ მამაკაცმა თავისი სიყვარული ძვირადღირებული საჩუქრებით უნდა დაამტკიცოს - ის ხომ ასეთი მშვენიერია და უამრავი კანდიდატიდან სწორედ ის აირჩია. მისთვის საჩუქარი ერთგვარი საზღაურია ლამაზმანთან გატარებული დროისთვის. ბუნებრივია, არც ისე ბევრი მამაკაცი ისურვებდა ასეთ „სიყვარულს“.

ლამაზი ქალი ღირსეულ პარტნიორად არავის მიიჩნევს
ხშირად ლამაზი ქალი მამაკაცებს კატეგორიებად ყოფს: ამას ულამაზოდ აცვია, ის მოსაწყენია და სანამ თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს ელის, ვერ ამჩნევს ღირსეულ მამაკაცს, რომელსაც მისი გაბედნიერება შეუძლია. რა თქმა უნდა, ლოდინში წლები გადის და ლამაზმანი მარტო რჩება.

6 მიზეზი, რის გამოც ლამაზი ქალი მარტო რჩება


ლამაზი ქალი მარტოობას არჩევს
ძირითადად, მარტოობის მიზეზი თავად ქალში იმალება - ის იმდენ ხანს იყო მარტო, რომ ასეთ მდგომარეობას შეეჩვია. მარტოხელა ლამაზმანის ქვეცნობიერი უარყოფს მამაკაცს. ის შესანიშნავად გრძნობს თავს მარტო და თავისი მარტოობით ტკბება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა