ბედნიერი წყვილია, თავად აირჩიეს ერთმანეთი - საინტერესოა, როგორი წყვილი ხართ თქვენ?
წყვილის ურთიერთობაში დგება მომენტი, როცა გრძნობა, ვნება, ყველაფერი, რაც ოდესღაც მიზეზი იყო იმის, რომ მუცელში პეპლებს ეფარფატა და თავი ყველაზე ბედნიერ ადამიანად გეგრძნოთ, თითქოს გაქრა, ყოველდღიურ რუტინად იქცა და ოდესღაც ყველაძე ძვირფასი ადამიანი აღარ მოგწონთ, სხვა ადამიანი გყავთ გვერდით.
რა არის წყვილების გაუცხოების მომენტი? რატომ გახდა ერთ დროს ძვირფასი ადამიანი სხვა, თითქოს მასთან სალაპარაკოც აღარ გვაქვს... ატყობთ, რომ ურთიერთობა ჩიხშია შესული და მოვალეობის გამო ვცხოვრობთ "ჩვენ ადამიანთან".
პერსონალური ქოუჩი, სპიკერი და სამოტივაციო ტრენერი თამარ ბოკერია, ყოველკვირეულად შემოგთავაზებთ სხვადასხვა სტატიას. ასევე, სპეციალურად თქვენთვის, იქნება სამოტივაციო ვიდეო ბლოგები, რაც დაგეხმარებათ პირადი თუ საქმიანი ცხოვრების ნიშნულის აწევაში.
ბედნიერი წყვილია, თავად აირჩიეს ერთმანეთი...
“თავად აირჩიეს ერთმანეთი“ -რა სულელურად ჟღერს არა?!
განა სხვას ვის უნდა ერჩია იგი ჩვენთვის?!
თუმცა ვერ ვიტყოდი რომ სისულელეა...
უამრავ ადამიანს ვხვდებით ირგვლივ, ვინც "წყვილია" და ამის იქით ღმერთის სუნთქვა აღარ არის დარჩენილი.....
და მხოლოდ იმიტომ, რომ ასე ქვიათ, მძიმე ურემივით "მიათრევენ" ერთად ცხოვრებას, სადაც გატაცებებმა, ვნებებმა, აღფრთოვანებებმა და ერთმანეთის მოსმენის თუ გაგების სურვილმა ისე ჩაიარა, როგორც საახალწლო კოკა-კოლის ბრჭყვიალა მანქანამ, რომლის გამოჩენა წამიერად გვახარებს და ქრება...
მაგრამ ვიცით, რომ არსებობს და შესაძლოა კვლავ ჩამოიაროს...
უამრავი წყვილი არც კი იცნობს ერთმანეთს ისე ქმნის ოჯახს...
არიან ისეთებიც ვისაც ლექსო "უყვარს" და გელასთან იზიარებს ყოველ გათენებას და დაღამებას, ვინაიდან გელას მანქანა აქვს კარგი და ვილა აქვს დიდი....
არიან ისეთებიც ვისაც თინა "უყვარს" და ლიკაზე ქორწინდება, ვინაიდან ლიკას მამა აქციონერია....
არიან ისეთებიც, მხოლოდ "ოჯახი შექმნან" და სულერთია გრძნობა, განცდები, საერთო ინტერესები, ფასეულობები და აშ...
ნინის მხოლოდ იმიტომ უნდა მასთან რომ ჟინი აქვს "სპორტული"....
არსებობენ ისეთი წყვილები, რომელთაც ერთი უყვართ და მეორეზე ოჯახდებიან, იმიტომ, რომ "არ შეიძლება იმაზე"... დედამ უთხრა, ან ბებიამ ან მეგობარმა ან
ინფორმატიკის მასწავლებელმა ან საერთოდ "ხალხმა"....
და ისეთებიც არიან საერთოდ რა უნდათ რომ არ იციან, გარდა იმისა რომ იყოს ერთი ცოლი "მაინც"... აცხობდეს ხაჭაპურს ან ქმარი იყოს, სახლში ლურსმანი ჩააჭედოს და სულ სულერთია გრძნობები და საერთო ფასეულობები....
არიან წყვილები რომლებიც საერთოდ არ საუბრობენ და თუ საუბრობენ ერთი სულ წუწუნებს, მეორე ან თან გარბის ან იგინება.
არიან წყვილები რომლებიც ფიქრობენ რომ რადგან უკვე ოჯახი შექმნეს შეუძლიათ იარონ ერთმა აწეწილმა, მეორემ "გაბერილმა" და მერე რატომღაც ერთმანეთი "აღარ ევასებათ"....
ვინ მოსთვლის რამდენნაირი წყვილია და კიდევ კარგი, რომ ამ წყვილთა მიღმა ისეთი წყვილები არსებობენ, მათი ცხოვრება ცხოვრებას კი არა, კარგად დადგმულ
ქორეოგრაფიულ სინქრონულ ცეკვას გავს და ერთი სიამოვნებაა მათი არსებობა ირგვლივ.
არცერთი მანქანა, ფული, ვილა, სტატუსი, აღიარება თუ კარგი "მზარეულობა" თუ "თერძობა" და აშ... არ არის კავშირში იმასთან რომ თქვენ ხართ მასთან ვინც თავად აირჩიეთ....
თავად არჩევისას არჩევანს აკეთებს გული უპირობოდ....
გულმა მიწისძვრა უნდა მოგიწყოთ ყოველ მის დანახვაზე, ფეხის ხმაზე, ღიმილზე, შეხებაზე და მხოლოდ ამის შემდეგ იქნებით წყვილი რომელის ცხოვრება კარგად დადგმულ ქორეოგრაფიულ სინქრონულ ცეკვას გავს...
სხვა დანარჩენი ისე ჩაივლის, როგორც საახალწლო ბრჭყვიალა კოკა-კოლის მანქანა, რომელიც წამიერად გვანთებს ხოლმე....