სალომე ზურაბიშვილი ჯო ბაიდენს გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს 46-ე პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გამაჯრვებას ულოცავს.
აღნიშნულის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.
"ჩემი მილოცვა ჯო ბაიდენს. საქართველოს, კავაკასიის რეგიონსა და მსოფლიოს სჭირდება თავისუფალი, ძლიერი და დემოკრატიული ამერიკა. მოუთმენლად ველოდები თქვენთან მუშაობას, რადგან ჩვენი ქვეყნების კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდეს და გამყარდეს", - წერს სალომე ზურაბიშვილი.