თეგებით ძიება

შეზღუდვის მშვიდობიან მანისფესტანტებზე გავრცელება ნიშნავს ივანიშვილისგან იმის თქმას, რომ მისი დეკრეტი კონსტიტუციაზე მაღლა დგას - კაპანაძე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, დღეს 6 საათზე განახლდება მშვიდობიანი პროტესტი პარლამენტის წინ, ხოლო 3 მოთხოვნა რჩება უცვლელი: ხელახალი არჩევნების ჩატარება, თამარ ჟვანიას გადადგომა, ახალი ადმინისტრაციის დაკომპლექტება და პოლიტმატიმრების განთავისუფლება.

კაპანაძემ ასევე აღნიშნა, რომ შეზღუდვა, რომელსაც არ უწოდებენ კომენდანტის საათს, არის რეალურად პოლიტიკური მიზნით შემოღებული შეზღუდვა და თუ ის გავრცელდა მშვიდობიან მანიფესტანტებზეც, ეს იქნება ივანიშვილის დეკრეტის კონსტიტუციაზე მაღლა დაყენება.

„ჩვენ ვაგრძელებთ დღეს პროტესტს, 6 საათზე პარლამენტთან განახლდება პროტესტი, დანარჩენ გეგმებზე უკვე პარლამენტთან ვისაუბრებთ, რადგან როდესაც ასეთი ტიპის პროტესტი იგეგმება მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე იქნას გახმოვანებული მომდევნო ნაბიჯების შესახებ.

ჩვენი მოთხოვნები რჩება უცვლელი, ეს არის ხელახახლი არჩევნების ჩატარება, ცესკოს თავჯდომარის გადაყენება და ახალი ადმინისტრაციის დაკომპლექტება და ახალი წესების მიღება. მესამე, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების განთავისაუფლება, ამას უკვე დაემატა გუშინ დაპატიმრებული ადამიანებიც, რომლებიც ასევე უკანონოდ არიან დაპატიმრებული.

რაც შეეხება შეზღუდვას, ეს შეზღუდვა, რომელსაც არ დაარქვეს კომენდანტის საათი, ეს არის რეალურად პოლიტიკური მიზნით შემოღებული შეზღუდვა და ვერაფრით ვერ იქნება უფრო მაღალი, ვიდრე კონსტიტუციით გარანტირებული თავისაუფალი შეკრების უფლება, ამიტომ,ეს შეზღუდვა არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან მშვიდობიანი მანიფესტანტები და გამოხატავენ თავიანთ პოლიტიკურ მიზნებს.

თუ ამას გაავრცელებს, ეს ნიშნავს ივანიშვილისგან იმის თქმას, რომ მისი დეკრეტი დგას უფრო მაღლა, ვიდრე კონსტიტუცია, რაც არის აბსოლიტური სიგიჟე და ამ შემთხვევაშიც, ვიცით რა, ივანიშვილი რა მდგომარეობაშიც იმყოფება ეხლა.“ - განაცხადა კაპანაძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა