4 ნაბიჯი ქალური ბედნიერებისკენ - რჩევები ფსიქოლოგისგან
ფსიქოლოგი და პერსონალური ქოუჩი ანუკი ვეფხვაძე ჩვენი საიტის მკითხველებს, სპეციალურად თქვენთვის, გთავაზობთ სტატიას - თუ რა უნდა გააკეთოს ქალმა იმისათვის, რომ მიაღწიოს ქალურ ბედნიერებას.
იმისათვის, რომ ქალს დიდ ხანს არ მოუწიოს ფიქრი მამაკაცის ქცევების მოტივებზე,
1. გაანალიზეთ მიმდინარე სიტუაცია თქვენს ურთიერთობაში: ამისათვის თქვენს თავს დაუსვით კითხვები:
როდესაც ჩემს პარტნიორთან ვარ, თავს უკეთესად ვგრძნობ?
ვაკეთებ თუ არა იმას, რაც სინამდვილეში მსურს?
მისი ქცევები ამტკიცებს თუ არა, იმას, რომ პატივს მცემს და მაფასებს?
და რომელი მისი ქცევები ამტკიცებს საპირისპიროს?
რომელი მისი ქცევები მანახებს, იმას, რომ მე მიყვარს და ვაფასებ ჩემს თავს?
და თუ არ ვგრძნობ თავს კომფორტულად მასთან, რატომ ვარ ასეთ ურთიერთობაში?
იმისათვის, რომ ქალმა შექმნას მოსიყვარულე და ჰარმონიული ურთიერთობა, ეს რათქმაუნდა დაკავშირებულია ქალის შინაგან მდგომარეობაზე. თუ რამდენად მოსწონს, უყვარს, ქალს საკუთარ თავი, თავდაჯერებულია და გააჩნია მაღალი თვითსეფასება, იმდენად იზიდავს და უყვარს საპირისპირო სქესს.
საკუთარი თავის სიყვარულში არ იგულისხმება ეგოისტური სიყვარული, არამედ ჯანსაღი სიყვარული, როდესაც ქალს მოსწონს საკუთარი თავი, აფასებს და უყვარს და გაცნობიერებული აქვს საკუთარი თავის ფასეულობა – ღირებულება.
ასეთი ქალისგან შორს არის განცდები ურთიერთობებში, რადგან იმდენად პატივს სცემს საკუთარ თავს, უბრალოდ არ გაჩერდება ისეთ ურთიერთობაში, რომელშიც იმაზე უკეთესად არ იგრძნობს თავს ვიდრე არის, რადგან გააზრებული აქვს, რომ სიყვარული და ურთიერთობა განცდები კი არა, არამედ სიხარულია, ირჩევს და ქმნის ისეთ ურთიერთობას, სადაც მშვიდობა და ურთიერთპატივისცემაა, სადაც დაცულად, ლაღად და ბედნიერად გრძნობს თავს.
2. საკუთარი თავის და საყვარელი მამაკაცის სიყვარულთან ერთად, ისწავლეთ მთლიანად სამყაროს უპირობო სიყვარული (ბავშვების, ბუნების, ცხოველების, მშობლების....) სიყვარული მკურნალი ენერგიაა, რომელიც თავის მანათობელ სხივებს ავრცელებს ყველას გულში. ჩვენ ვქმნით ჩვენს სამყაროს ჩვენი დიდი გულით, ბედნიერ ადამიანს კი ირგვლივ ყველა და ყველაფერი უყვარს, რადგან სიყვარული ეს არის ჩუმი ბედნიერება, შინაგანი თავისუფლება, როდესაც სიყვარულით სავსეა ადამიანის შინაგანი სამყარო, უბრალოდ ადგილი და დრო არ აქვს განცდებისათვის, რადგან მას შეუძლია სადაც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა აკეთებდეს შექმნას სიყვარულის სივრცე.
3. გადაწყვიტეთ საყვარელ მამაკაცთან გულახდილი საუბარი.
თუ თქვენი საყვარელი მამაკაცი გამუდმებით იმეორებს ისეთ ქცევებს, რაც თქვენ განერვიულებთ, უბრალოდ გულწრფელად აუხსენით, თუ როგორ განიცდით მის ასეთ ქცევებს და მიახვედრეთ, რომ თქვენ ეს არ გაწყობთ. თუ მისთვის ძვირფასი ხართ, აუცილებლად გაგიგებთ და ეცდება არ გაგანაწყენოთ.
საერთოდ მამაკაცი ქალის ანარეკლია, იმუშავეთ საკუთარ აზროვნებაზე, რადგან მამაკაცი ზუსტად იმას აჩვენებს ქალს, რასაც სინამდვილეში თავის თავზე ფიქრობს.
4. იმუშავეთ პოზიტიურ აზროვნებაზე, დააკვირდით, რა ფიქრებს ატარებთ დღის განმავლობაში საკუთარ თავზე, საყვარელ მამაკაცზე, ირგვლივ მყოფებზე...
როდესაც დაიწყებთ ნეგატიური პროგრამების შეცვლას პოზიტიურად, მაშინვე დაიწყება საოცრებები:
ეხლავე სცადეთ, წაიკითხეთ პოზიტიური აფირმაციები და აირჩიეთ თუ გნებავთ ერთი ან რამოდენიმე ან იქნებ ყველას წაკითხვაც მოისურვოთ:
პოზიტიური აფირმაციის წაკითხვის პატარა ინტრუქცია: თქვენია აფირმაცია, რომლის წაკითხვის დროსაც, გრძნობთ ენერგიის ამაღლებას, სხეულში სიყვარულისა და სითბოს ტალღა გეღვრებათ და იწყებთ სასიამოვნოდ მოდუნებას.
"მე – ქალი ვარ, მე ვგრძნობ საკუთარ უნიკალურობასა და სექსუალურობას“
"მე ენერგიის წყარო ვარ! მე ვასხივებ ენერგიას!“
"მე მიყვარს ჩემი თავი“
"მე ვასხივებ სიხარულსა და ბედნიერებას.“
"მე ვარ საყვარელი და სასურველი ქალი“
"მე საინტერესო პიროვნება ვარ“
"ჩემი ქალური ნათება დღითიდღე იზრდება“
შეიყვარეთ საკუთარი თავი უპირობოდ და თქვენი ენერგია უფრო მომხიბვლელად გაანათებს, რის შემდეგაც სხვა გზას უბრალოდ არ დაუტოვებთ თქვენს საყვარელ მამაკაცს, გარდა იმისა, რომ თქვენით აღფრთოვანდეს!