თეგებით ძიება

ნუ გვაბრმავებ - ბათუმში ჟურნალისტებმა კოლეგების მხარდამჭერი აქცია გამართეს

ბათუმში, სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებმა კოლეგების მხარდამჭერი აქცია გამართეს.როგორც მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, გუშინ ცესკოსთან განვითარებული მოვლენების გამო, ჟურნალისტები და ოპერატორები დაშავდნენ.

ჟურნალისტები სამართალდამცავებს მოუწოდებენ, რომ პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე იზრუნონ და მათი ჯანმრთელობა არ დააზიანონ.

"ახლა მნიშვნელოვანია, რომ აქციების გაშუქებისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ასევე ყველა უწყებამ, ვინც არის პასუხისმგებელი პროცესებზე რეპორტიორების უსაფრთხოება დაიცვას. მნიშვნელოვანი არის ინფორმაციის გადაცემისას ჩვენი კოლეგების ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს დაცული. გუშინ ვნახეთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გამიზნულად რეპორტიორებს ესროდნენ, რაც არ არის კარგი და მოვუწოდებ ძალოვან უწყებას, რომ ასე მუშაობა არ გააგრძელონ", - აცხადებს სამაუწყებლო კომპანია TV25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი სულხან მესხიძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით დღეს 16:30 წუთზე შსს-სთან ჟურნალისტების აქცია გამართეს.

ცნობისთვის, გუშინ ღამით ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარედ აქციის დაშლის დროს მედიის რამდენიმე წარმომადგენელი დაშავდა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა