თეგებით ძიება

გიორგი ბარამიძე დასავლეთს: დიქტატორ ივანიშვილისა და პრეზიდენტ სააკაშვილის დიალოგში მონაწილეობა აუცილებელია

თუ დასავლეთს სურს დიალოგი იყოს შედეგის მომტანი, მისი მონაწილეები დიქტატორი ივანიშვილი და პრეზიდენტი სააკაშვილიც უნდა იყვნენ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე Facebook-ში წერს:

“თუ დასავლეთის სახელმწიფოები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს დაუჭერენ მხარს, თუ მათ სურთ, რომ ეს დიალოგი იყოს სრულფასოვანი და ეფექტიანი შედეგის მომტანი, მაშინ ამ დიალოგის აუცილებელი მონაწილეები (სხვებთან ერთად) უნდა იყვნენ ორივე მხარის, რეალურად ყველაზე ძლიერი, ფიგურებიც,
ანუ პირადად დიქტატორი ივანიშვილი და პრეზიდენტი სააკაშვილი.
ამისათვის საჭიროა მათი (დასავლეთის სახელმწიფოთა) მონდომება და ხელისუფლების ნება დამდგარი პოლიტიკური (პანდემიურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სავალუტოს თან ერთად) კრიზისი ცივილიზირებულად და დემოკრატიულად დაიძლიოს”, – წერს გიორგი ბარამიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა