ადამიანებს ორი კინკილა შეშის გამო დასდევენ — დეკანოიძე
\'\'ნაციონალური მოძრაობის\'\' ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ აქციაზე მონაწილეების დაკავება "უკანონობას" ემსახურებოდა. მისი თქმით, მმართველი ძალა "ტერორისტებს ვერ იჭერს", ხოლო "ორი კინკილა" შეშის გამო ადამიანებს დასდევს.
"ეს ყველაფერი ემსახურება უკანონობას, ჯერ ერთი, ის გადაწყვტეილება, რომელიც მიიღო მთავრობამ, გასულია საკონსტიტუციო ჩარჩოდან. წარმოუდგენელია, რომ ტერორისტებს ვერ იჭერენ და ადამიანებს ორი კინკილა შეშის გამო დასდევენ. ნადირობენ ადამიანებზე", განაცხადა დეკანოიძემ.