"დიდი ხანია, არ მიფიქრია ქვეყნიდან წასვლაზე, მაგრამ აი, ისევ მომაწვა აქედან გაქცევის სურვილი…“ - რატომ გადაწყვიტა თიკა ჯამბურიამ სამშობლოდან გაქცევა?
მომღერალი თიკა ჯამბურია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს. მომღერალი ქვენაში მიმდინარე პროვესებმა ძალიან დაღალა და უკვე ქვეყნიდან წასვლა უნდა.
„დიდი ხანია არ მიფიქრია ქვეყნიდან წასვლაზე, მაგრამ აი, ისევ მომაწვა ჩემი აქედან გაქცევის სურვილი… ვფიქრობდი, რომ ჩემს ქვეყანაში რეალიზება და აქ რაღაც მნიშვნელოვანის გაკეთება უკეთესი იქნებოდა, მაგრამ როგორ გინდა რამე გააკეთო ამ პირობებში ან რამეს მიაღწიო?! რაც დავიბადე, მას შემდეგ ყვირილი, წივილი, ხავილი, გადადექი, გავიმარჯვეთ, გადავაგდეთ, გავაგდეთ, გავლანძღეთ, ერთმანეთს დავერიეთ, ამასობაში ვირუსი გამოჩნდა, ჩემი პროფესია გაქრა, ჩემი შემოსავალი გაქრა, ხალხი ისევ ჩხუბობს, ისევ ხავის, ისევ კივის, მე კი ვზივარ და ვფიქრობ, რაც არ უნდა მოხდეს, ვინც არ უნდა მოვიდეს, მაინც იგივე გაგრძელდება… ისევ ხმაური და არეულობა. მე კი მართლა დიდი სურვილი მაქვს , რომ ცხოვრებაში რამე მნიშვნელოვანი შევქმნა და ამას რომ აქ ვერ მივახერხებ, ეს უკვე ჩემთვის ძალიან ნათელია…“- წერს მომღერალი.
წყარო:newposts.ge