თეგებით ძიება

ამას არ შევეგუებით! – აქციის მონაწილეებისთვის გამოწერილ ჯარიმებს გავასაჩივრებთ

პარლამენტთან, საპროტესტო აქციაზე , გვიან ღამით დაჯარიმებულთა ქვითრებს აგროვებდნენ, რადგან გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის წესის დარღვევისთვის გამოწერილი ყველა ჯარიმა გასაჩივრდება.

ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, კახა კოჟორიძის, განცხადებით, მოქალაქეები 2000 ლარით უკანონოდ დააჯარიმეს და ქვითრები პირველი ინსტანციის სასამართლოში შევა.

“ივანიშვილმა აქციაზე შეკრებილ მშვიდობიან ადამიანებს გამოუგზავნა 2000-ლარიანი საჩუქარი ჯარიმის სახით. ამას არ შევეგუებით, დავიწყეთ იურიდიული საქმიანობა – საჩივრების წერა”, – აღნიშნა კოჟორიძემ.

შეგახსენებთ, რომ დაჯარიმებულებს შორის არიან აქტივისტები, სტუდენტები, “ენმ”-ის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დაკანოიძე და ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა