თეგებით ძიება

აკა სინჯიკაშვილი მიმართვას ავრცელებს - ვიწყებთ საჭმელის დარიგების მეორე ეტაპს, მოგვეხმარეთ რა, როგორც შეგიძლიათ

სცენარისტი და ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას შიმშილობის პირას მყოფი ადამიანების დახმარებისკენ მოუწოდებს:

„გთხოვთ წაიკითხეთ ყურადღებით ????
კი ხედავთ ქვეყანაში საშინელება ხდება. გაზაფხულის კარანტინისას 5000 ადამიანს გადავატანინეთ შიმშილი. ეხლა კიდევ უარესი მდგომარეობაა – უამრავი ბავშვი შიმშილის ზღვარზეა და ჩემს ტელეფონზე ისევ არ ჩერდება ზარი – საჭმელს და წამალს ითხოვენ ადამიანები გესმით? :/ნანგრევებში და ვაგონებში მცხოვრები ადამიანები თავის გადარჩენას ცდილობენ გესმით? ფოტოზე ერთ ოჯახს ხედავთ, ასეთი ოჯახი კი 3000-ზე მეტი გვყავს უკვე მარტო თბილისში. ამ ბავშვების ასეთ მდგომარეობაში ყოფნის ყურება არის ჯოჯოხეთი და არაფერი მეტი სხვა. უამრავგან, ეტლს მიჯაჭვულ ბავშვებს, ფსიქიკური პრობლემების მქონეებს, მშობლები შეჰყურებენ და საჭმელს ვერ აჭმევენ გესმით? არცერთს სამსახური არ აქვს და დიდი ხანი არც ექნებათ.

???? ვიწყებთ საჭმელის დარიგების მეორე ეტაპს. გაზაფხულზე 68 დღე ვარიგეთ გაუჩერებლად, ეხლა თუნდაც ათჯერ ამდენი ხანი ვივლით, ოღონდ ოდნავ შემსუბუქდეს ამ ბავშვების ცხოვრება.

???? ხვალ, ოთხშაბათს, 11 ნოემბერს, ნახალოვკაში, “ქარვასლა”-ს წინ ავტოსადგომზე, დღის 15:00-დან, საღამოს 21:00- მდე ვიწყებთ მშრალი და გრძელვადიანი პროდუქტების შეგროვებას.

იქნებ პროდუქტების მწარმოებელმა კომპანიებმაც წაიკითხონ ეს პოსტი და მოგვეხმარეთ რა, როგორც შეგიძლიათ. ნუ მოიტანთ მალფუჭებად პროდუქტებს, შეიძლება ვერ მოვასწროთ მიტანა.

ჩვენ 12 ვართ, დაგვჭირდება მოხალისეები საკუთარი მანქანით ! მოპედით, ველოსიპედით და მოტოთი ვერ წაიღებთ, თითო მისამართზე 50- 70 კგ მაინც მიგვაქვს და მძიმეა . ასევე მოხალისეები საჭმელის დასახარისხებლად და მისამართებზე გასაყოლად. დამირეკეთ ნებისმიერ საკითხზე, ნომერი ინფოში მიწერია ❤️

???? გთხოვთ ყველას, ნათესავებს, მეგობრებს, ნაცნობებს და უცნობებს, მოგვეხმარეთ ყველა, რითიც შეგიძლიათ ❤️გაგვივრცელეთ ეს პოსტი, როგორც შეძლებთ რა გთხოვთ ❤️ შეგროვილი ფულით ვყიდულობთ მთლიანად საჭმელს და წამლებს !
ზეგიდან დარიგებას დავიწყებთ ❤️ ჩვენ მზად ვართ ❤️
გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია ❤️
ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ –
ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი
GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისიბანკი
GE90TB7603845061100016
თიბისი ფეიში მოძებნეთ “ქველმოქმედება” და შემდეგ პირველივეა “ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს”
PayPal – [email protected]
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili
#სიკეთეგადამდებია


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა