თეგებით ძიება

ამ შეზღუდვის ერთადერთი მიზეზი არა პანდემია, არამედ საპროტესტო აქციებისთვის ხელშეშლაა - ზაალ უდუმაშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლოდერის, ზალიკო უდუმაშვილის შეფასებით, გუშინ, რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეებისთბის გამოწერილი ჯარიმები, არაკონსტიტუციურია. მისი თქმით, დაწესებული შეზღუდვები არა პანდემიასთან ბრძოლის, არამედ აქციების ჩახშობის მიზნით შემოიღეს:
მისივე თქმით, ხელისუფლებამ საღამოს საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა არა პანდემიის გავრცელების საშიშროების გამო, არამედ საპროტესტო აქციების ჩასახშობად დააწესა.

"ამ შეზღუდვის ერთადერთი მიზეზი არა პანდემია, არამედ საპროტესტო აქციებისთვის ხელშეშლაა. მათ სურთ ჩაახშონ პროტესტი.

უკანონობა იყო შეზღუდვების შემოღება, რადგან ეს დაწესდა იმისთვის, რომ შეზღუდონ ის ხმამაღალი პროტესტი , რომელიც მთელს საქართველოშო ისმის.

რაც შეეხება დაჯარიმებებს, არაკონსტიტუციურია, რადგან ამით ზღუდავენ გამოხატვის თავისუფლებას. ეს ხალხი არ გადაადგილდებოდა, იდგნენ რუსთაველზე და დგომის აკრძალვა კანონში არაა" - განაცხადა უდუმაშვილმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა