თეგებით ძიება

გრიგოლ ვაშაძის განცხადება არ ყოფილა პარტიის ლიდერებთან შეთანხმებული - ხატია დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადება პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.

"გრიგოლ ვაშაძის განცხადება არ იყო პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული პოზიცია. სამწუხაროა, რომ პარტიის თავმჯდომარე განხილვის გარეშე მსგავს განცხადებას აკეთებს. ჩვენ მოლაპარაკების წინააღმდეგი არ ვართ, მხოლოდ პირობებით, რომელიც არის გაზიარებული სრულიად ოპოზიციური სპექტრის მიერ. ოფიციალური პარტიის განცხადება გაკეთდება ცალკე", - წერს დეკანოიძე.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა ყველა პარტიას, სასწრაფოდ გადაიტანონ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა