თეგებით ძიება

6 მარტივი ხერხი - როგორ მოვაცილოთ პროდუქტებს საშიში პესტიციდები

მცენარეთა მავნე ორგანიზმებისგან დასაცავად, მსოფლიოში ერთ-ერთი აპრობირებულია ქიმიური ნივთიერებების, ე.წ. პესტიციდების გამოყენება. ამიტომ არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ბაზარში ან მარკეტებში ნაყიდი ხილი და ბოსტნეული პესტიციდებით სავსეა. ისინი კი მავნე ორგანიზმების გარდა, ადამიანზეც მოქმედებენ.

მკვლევარები ფიქრობენ, რომ პესტიციდები განსაკუთრებით ჭარბი რაოდენობით გროვდება მცენარეების კანში, თუმცა ის მცენარეები, რომელსაც სქელი კანი აქვს (მაგალითად, ავოკადო, ნესვი, გოგრა), შესაძლოა, მეტად დაცული იყოს.

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ტოქსიკური პესტიციდების რეგულარულად მიღება ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ცალკეული ქიმიკატი შესაძლოა მცირე დოზით ტოქსიკური არ იყოს, მაგრამ სხვა ნივთიერებებთან კომბინაციაში, ე.წ. “ტოქსიკური კოქტეილი” წარმოიქმნება, რომელიც უკავშირდება ისეთ დაავადებებს, როგორიცაა კიბო, ინსულტი და ინფარქტი.

ჩვენ გასწავლით, 6 მარტივ ხერხს, რომელიც ხილ-ბოსტნეულში პესტიციდების რაოდენობის შემცირებაში დაგეხმარებათ.

1. გარეცხეთ თბილ წყალში
თბილ წყალში საგულდაგულოდ რეცხვა პროდუქტის ტოქსინებისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. არც ცხელი და არც ცივი, მხოლოდ თბილი ყალი აცილებს ხილის და ბოსტნეულის ზედაპირიდან მავნე ნივთიერებებს ისე, რომ პროდუქტი არ დაზიანდეს.

2. გაავლეთ მარილიან წყალში
ჩაალაგეთ გარეცხილი ხილი ან ბოსტნეული ღრმა ჯამში, დაასხით თბილი წყალი და ნახევარი ჩაის კოვზი მარილი დაუმატეთ. პროდუქტი კარგად გარეცხეთ მარილიან წყალში და შემდეგ სუფთა წყალში გაავლეთ. დაახლოებით იგივე შედეგს მიიღებთ პროდუქტისსოდიან წყალში გავლებითაც.
ყველაზე მთავარია, გახსოვდეთ, რომ პროდუქტი უშიალოდ გამოყნების წინ უნდა გარეცხოთ იმის მიუხედავად მის ცივად მირთმევას აპირებთ თუ თერმულად დამუშავებას.

3. ძმრიანი წყალი
პესტიციდების უდიდესი ნაწილი ხილისა და ბოსტნეულის კანზეა, ამიტომ მათი განეიტრალებისთვის ძმრიანი წყალი საუკეთესო საშუალებაა. აიღეთ ერთი ჩაის კოვზი ძმარი და წყალში გააზავეთ. ძმრიან წყალში პროდუქტი რამდენიმე წუთითა დატოვეთ და შემდეგ გამდინარე წყალში გარეცხეთ.

4. გაფცქვენით
ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა კარტოფილი, ავოკადო, ვაშლი, ფორთოხალი, სტაფილო, მანგო, ბოლოკი, ჭარხალი და ა.შ. უმჯობესია, რომ გარეცხვის შემდეგ კანი მოაცილოთ და კიდევ ერთხელ გარეცხოთ.

5. დაამზადეთ გამწმენდი სპრეი
აურიეთ ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი ორ სუფრის კოვზ სოდასთან, კარგად აურიეთ და ერთი ფინჯანი წყლით გააზავეთ. გარეცხილ პროდუქტს ეს სპრეი შეასხით და თამამად გამოიყენეთ. დარჩენილი სპრეი კი მაცივარში შეინახეთ.

6. პროდუქტის გაწმენდა
კარგად გარეცხილი პროდუქტი ქაღალდის ხელსახოცით გაწმინდეთ. ეს პესტიციდების ნარჩენებისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.

და ბოლოს, 2017 წლის დასაწყისში, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოსთვის წარდგენილ ანგარიშში წერია, რომ პესტიციდებს გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე კატასტროფული შედეგი აქვს. “პესტიციდებთან ქრონიკული შეხება უკავშირდება კიბოს, ალცჰაიმერს, პარკინსონს, ჰორმონალურ დარღვევებს, გონებრივი განვითარების პრობლემებს და სტერილობას” - ნათქვამია ანგარიშში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციით, პესტიციდები კანცეროგენულია (შესაძლოა გამოიწვიოს კიბო), ნეიროტოქსიკურია (შეუძლია თავის ტვინის დაზიანება) და ტერატოგენური (ორსულის ნაყოფის დაზიანება შეუძლია).

გამოიყენეთ ზემოთ ხსენებული მეთოდები, რომ პესტიციდების მავნე ზემოქმედება გაანეიტრალოთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა