თეგებით ძიება

ახალგაზრდა მედდამ საავადმყოფოს ახალშობილთა განყოფილებაში 8 ჩვილი მოკლა

ბრიტანეთში ახალშობილთა განყოფილებაში მედდა 8 ჩვილის მკვლელობისა და მე-9 ახალშობილის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებში ეჭმიტანილი ქალი, ლუსი ლეტბი სამშაბათს დააკავეს, იგი 2018-2019 წლებშიც ასევე დაპატიმრებული იყო ჩესტერის საავადმყოფოში მომხდარი ტრაგედიების გამო.

DAILYMAIL-ის თქმით, ზემოხსენებულ ბრალდებებზე ეჭვმიტანილი 2018 წელს დააკავეს, თუმცა არასკმარისი მტკიცებულებების გამო იგი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. უკანასკნელი დღეების განმავლობაში ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე დაადგინა გამოძიებამ რომ მედდა დამნაშავეა ახალშობილთა მკვლელობაში, რომელის შემდეგაც იგი დააპატიმრეს და ამ დრომდე იზოლატორში იმყოფება.

სკოტლანდ იარდის თქმით, ჯერ კიდევ არ ხმაურდება დეტალები ეჭვმიტანილის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით. გამომძიებელთა თქმით, უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება და გამოვლინდება კონკრეტული ფაქტები, რომლებიც დაადასტურებს მოძალადის ბრალეულობას ახალშობილთა მკვლელობაში.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა