დიდი ალბათობით, ვაშაძის მეორე განცხადება მიშას ფეიკია – შალვა რამიშვილი
“POSTV”-ის ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის პირველ და მეორე განცხადებას ეხმიანება და ვარაუდობს, რომ ვაშაძის მეორე განცხადება ყალბია და პირველის გადასაფარად გაკეთდა.
„გრიგოლ ვაშაძის პირველი განცხადება, სადაც პარლამენტში შესვლასა და ქუჩის აქციების შეწყვეტაზე საუბრობს, გაავრცელა ერთ ერთმა სააგენტომ. სანაცეთში დიდი ამბავი ატყდა. შეატყვეს, რომ ხუხულასავით ექცევათ რევოლუციური სცენარი. როგორც ჩანს, მიშამ ეგრე გამოიძახა ფეიკ გენერალი გვარამია, რომელმაც ახალი ტექსტი დადო საკუთარ ფებეზე ვაშაძის სახელით. მალევე ეს ჩასწორება დაიდო გრიგოლ ვაშაძის ოფიციალურ გვერდზეც. თავად ვაშაძე მედიასთან არ ჩანს. დიდი ალბათობით ეს მეორე განცხადება მიშას ფეიკია, რადგან ის (მეორე განცხადება) სწორედ სააკამ გადააზიარა და მხარი გულმხურვალედ დაუჭირა. მიშა აღარ გამოგივა! რადიკალიზაცია მთავრდება! საღი აზრი საბოლოოდ გაიმარჯვებს!“ – წერს შალვა რამიშვილი.