სად, ვისთან და როგორ აღნიშნა 19 წლის იუბილე შორენა ბეგაშვილის ქალიშვილმა
ტელეწამყვანის, მოდელის, მსახიობისა და საქართველოში ყველაზე სექსუალური ქალის შორენა ბეგაშვილის შვილი, ევა ბარბაქაძე ,იუბილარია. ის დღეს 19 წლის გახდა. ევა წლების მატებასთან ერთად ძალიან გალამაზდა, იგი დედას არაფრით არ ჩამოუვარდება სილამაზით და მეტიც, მისი სილამაზე ნატურალურია.
შორენამ შვილს დაბადების დღე მცხეთაში ვიწრო მეგობრების გარემოცვაში გადაუხადა.
ევას საკუთარ წვეულებაზე დახვეწილი და ნაზი შავი კაბა ეცვა, მეგობრებმა მას ვარდების დიდი თაიგული და ტორტი მიართვეს.
სამწუხაროდ, ევას დედასავით არ უყვარს საჯარო პოპულარობა, რის გამოც უარს ამბობს სამოდელო შეთავაზებებზე. ის მხოლოდ “Time”-ის სახეა.
წყარო:newposts.ge