ისნის საოლქო კომისიასთან დაკავებულ აქტივისტებს სამდღიანი პატიმრობა შეეფარდათ
ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ადმინისტრაციული წესით დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტებს პატიმრობა ისე შეეფარდათ, რომ პროცესს არ დასწრებიან.
6 დაკავებულიდან ერთ-ერთი გაათავისუფლეს, ერთ მათგანს ხუთდღიანი, დანარჩენებს კი სამდღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ბრალდებულები უწყებაში საკუთარი ფეხით გამოცხადდნენ, ერთ-ერთი აქტივისტი ნიკა ფარულავა კი პოლიციამ საკუთარი სახლიდან აიყვანა.
შეგახსენებთ, რომ 4 ნოემბერს ისნის საოლქო კომისიასთან 7 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
წყარო:newposts.ge