თეგებით ძიება

ოპოზიციაში მთელი დღეა ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ - მამუკა მდინარაძე

„ოპოზიციაში არის ძალიან დიდი დაბნეულობა. ჯერ ვერ გავერკვიე, ვინ რა განცხადებას აკეთებს. ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ მთელი დღის განმავლობაში. თავად ვაშაძის განცხადებები გამორიცხავდა ერთმანეთს. მითხრეს, რომ ნიკა გვარამიას ციტირებამ დაასწრო გრიგოლ ვაშაძის განცხადებას. ანუ, ჯერ გვარამიამ გააკეთა განცხადება და შემდეგ გამოქვეყნდა ვაშაძის განცხადება. რა ხდება არ ვიცი, ალბათ, ერთმანეთში გაერკვევიან. თუ მათი გზავნილი ნამდვილად არის კონსტრუქციულობა, ამაზე ვსაუბრობთ ჩვენც და ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც. ვფიქრობ, კონსტრუქციულობაზე პრობლემები არავის არ უნდა ჰქონდეს. თუ ვერ არკვევენ იმას, რადიკალურ პოზიციას გაჰყვნენ, თუ დესტრუქციულ გზას მიმართონ, სჯობს, ჯერ ჩამოყალიბდნენ და ჩვენი რეაქცია იქნება. ზოგადად, კონსტრუქციულობას არავინ ეწინააღმდეგება, რადგან ეს პირველ რიგში, ჩვენი უცხოელი პარტნიორების პოზიციაც არის.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი არეულობაა და პარლამენტში შემოვა თუ არა, შეიძლება ამის ბევრი დადებითიც ვიპოვოთ და ბევრი უარყოფითიც. „ნაციონალური მოძრაობა“ დაკავებულია იმით, როგორ შეუშალოს ხელი განვითარების დინამიკას. მათგან საგნობრივი კამათი არ გვინახავს, მხოლოდ რადიკალური ზომებია პარლამენტში მიღებული. ყოველთვის არეულობის სცენარს გვთავაზობენ. დადებითია, რომ ცუდად არ გამოვჩნდეთ დასავლელ პარტნიორებთან დემოკრატიის მიმმართულებით. პარლამენტში რაც უფრო მეტი პარტია იქნება, უკეთესია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა