მორიგი თავდასხმა ოპოზიციაზე - მარნეულში ენმ-ს წევრის, ლაშა ქველაძის, ოჯახს თავს დაესხნენ
მორიგი თვდასხმა ოპოზიციაზე - მარნეულში ენმ-ს წევრის, ლაშა ქველაძის, ოჯახს თავს დაესხნენ. ლაშა ქველაძის განცხადებით, მის საცხოვრებელთან მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე თანმხლებ პირებთან ერთად, ნასვამ მდგომარეობაში მიიჭრა, აგინა და ოჯახის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ქველაძის თქმით, გიორგაძესთან ერთად იყვნენ მარნეულის საკრებულოს იურისტი შერმადინ ბოჭოიძე, ასევე თემურ და ვაჟა შუბითიძეები.
ცნობისთვის, ყველა მათაგანი 29 სექტემბრის დაპირისპირების მონაწილეა, როცა სასტიკაც სცემეს მამა-შვილი მამა-შვილი ქველაძეები და "მთავარი არხის" ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი, თუმცა მომხდარის გამო ამ დრომდე არავინ დასჯილა. უფრო მეტიც, მარნეულის პოლიციამ დაკითხვაზე მისული ლაშა ქველაძე დააკავა და ძალადობაში დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, რომ ქველაძე ბოლნისის სასამართლომ მოგვიანებით, 3 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.
წყარო:newposts.ge