არჩევნებიდან ორ კვირაში პომპეო საქართველოში ჩამოდის - რა მოლოდინი აქვს გიორგი გახარიას
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ , 11 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს, საქართველოში ვიზიტს შეეხო და განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, ქვეყნის დემოკრატიზაციის შემდგომ პროცესზე, ეკონომიკურ საკითხებსა და უსაფრთხოებასზე ისაუბრებენ.
პრემიერმა ხაზგასხმით აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ამ ვიზიტმა კიდევ უფორ გააღრმაოს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა.
"რა თქმა უნდა, ჩვენ პირველ რიგში განვიხილავთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, ქვეყნის დემოკრატიზაციის შემდგომ პროცესს, ეკონომიკურ საკითხებს, უსაფრთხოებას, ეს ყველაფერი არის თემები, რომლებზე სასაუბროდაც ვემზადებით. რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ქვეყნის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი, ეს არის საქართველოს მეგობრის ვიზიტი, ჩვენ ქვეყანაში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ვიზიტმა კიდევ უფრო გაარღმაოს ისედაც მაღალ ნიშნულზე დღეს მყოფი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სა და საქართველოს შორის", - თქვა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა. ვიზიტი 17-18 ნოემბერს იგეგმება. პომპეო ვიზიტის ფარგლებში პრემიერს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პატრიარქს შეხვდება.
წყარო:newposts.ge