თეგებით ძიება

პომპეო საქართველოში ჩამოდის ქართველი ხალხის და არა ოცნების მხარდასაჭერად - თამარ კეკენაძე

პოლიტიკური პარტია ,,თავისუფალი დემოკრატები"-ს თავმჯდომარე, თამარ კეკენაძე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა.
"თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის, თამარ კეკენაძის განცხადებით - სახელმწიფო მდივნის ვიზიტის მიზანი ქართველი ხალხისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დაფიქსირებაა.

"სულ ტყუილად ცდილობენ ქართული ოცნების წარმომადგენლები ბატონი პომპეოს საქართველოში ჩამოსვლა, მათ მიმართ პოლიტიკურ მხარდაჭერას დაუკავშირონ.

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მთავარი ამოცანაა საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობის ხელშეწყობა, ამიტომ ყოველთვის, როდესაც საქართველოში უსაფრთხოებისა თუ პოლიტიკური კუთხით ვითარება მწვავდება, ისინი, როგორც ნამდვილ მეგობრებს შეეფერება, ადგილზე საქართველოში ჩამოსვლით გვიფიქსირებენ მხარდაჭერას, როგორც ჩვენ, ქართველ ხალხს, ასევე ჩვენს არაკეთილმოსურნეებს.

სახელმწიფო მდივნის ამჟამინდელი ვიზიტი ორი მიმართუელბით არის მნიშნელოვანი. პირველი, აუცილებელია, რომ ბატონმა პომპეომ დაინახოს რა განწყობაა საქართველოს მოქალაქეებში გაყალბებული არჩევნების მიმართ. ამ კუთხით აუცილებელია, რომ მან ინფორმაცია მიიღოს როგორც ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან, ასევე ნათლად დაინახოს ქართველი ხალხის მშვიდობიანი და მყარი პროტესტი ქუჩაში.

მეორე, რეგიონში დღეს არსებული უსაფრთხოების სიტუაციიდან გამომდინარე, მაშინ როდესაც, კიდევ უფრო გაიზარდა ოკუპანტი რუსეთის ყოფნა ჩვენს სამეზობლოში, უკიდურესად მნიშვნელოვანია არ შეიქმნას განცდა, რომ დასავლეთმა ხელი ჩაიქნია ჩვენს რეგიონზე. არ მაქვს იმედი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ნათლად ჰქონდეს გააზრებული რა ტიპის ახალი უსაფრთხოების თუ ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დავდექით და შეძლოს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი, სწორედ ამ საკითხების მოგვარებისთვის გამოიყენოს,"- განაცხადა კეკენიძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა