თეგებით ძიება

გახარია მიდის, ივანიშვილი წულუკიანს პრემიერ-მინისტრობისთვის ამზადებს?

პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გიორგი გახარიას შესაძლო წასვლის შესახებ მედიაში არაერთხელ დაიწერა, შუშის სასახლეში მისი გათავისუფლება არაერთხელ გადაწყვიტეს, თუმცა როგორც ამბობენ, გახარიას "ბევრჯერ გაუმართლა".

გავრცელებული ინფორმაციით, გაყალბებული არჩევნების მიუხედავად, მმართველი გუნდი პარლამენტისა და მთავრობის ფორმირებისთვის ემზადება.

რამდენიმე წუთის წინ, სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" გავრცელა ინფორმაცია, რომ თეა წულუკიანი, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინონ.

სააგენტო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ წულუკიანის კანდიდატურა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის პოსტზე განიხილებოდა, თუმცა ასევე საუბარია მის პრემიერ-მინისტრად წარდგენაზე. წულუკიანის გაპრემიერების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა როგორც „ქართულ ოცნებაში“ კულუარულად აცხადებენ, „საკითხი - წულუკიანი დარჩება პარლამენტში თუ გადავა მთავრობაში, 50/50-ზეა“.

სხვა მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე ვრცლად ნახეთ "ინტერპრესნიუსზე".

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა