თეგებით ძიება

როცა ესებუას და თამარ ჟვანიასნაირი კრიმინალები გარეთ დაძრწიან, ეს არის უსამართლობა და შერჩევითი სამართალი - დოლიძე მიხაილოზე

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი, ანა დოლიძე, ემხაურება მუსიკოსის, მიხაილო თოდუას, მიმართ პრობაციის სამსახურის ქმედებას და თვილის, რომ პრობაციის სამსახური მთლიანად ეწინააღმდეგება სამართლის პროცესებს.
ამ თემაზე მან პოსტი სოციალურ ქსელში, საკუთარ Facebook-ზე, გამოაქვყენა.

"პრობაციის სამსახურის ქმედება მიხაილოს შემთხვევაში მთლიანად ეწინააღმედეგება სისხლის სამართლებრივ პრონციპებს: სამართლიანობა, ჰუმანურობა, რეაბილიტაცია/რეინტეგრაცია. როდესაც გარეთ დაძრწიან კრიმინალები დაწყებული ბადრი ესებუადან დამთავრებული თამარ ჟვანიათი, ეს არის აუცილებლად და მხოლოდ და მხოლოდ შერჩევითი სამართალი", - წერს ანა დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ პრობაციის ეროვნული ბიურო მიხაილო თოდუას საპატიმროში დაბრუნებას ითხოვს. უწყება მას "გირჩის" პოლიტიკურ ივენთზე დაკვრის გამო კანონის დარღვევას ედავება.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ამბობს, რომ მუსიკოსის, მიხაილო დოთუას, მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება დაუსაბუთებელი და უსამართლობა იქნება.

აქვე, ბადრი ესებუა, რომელიც 21 ოქტომბერს ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა - ამ დრომდე დაკავებული არაა. მას სამართალდამცავები სამი კვირაზე მეტია ეძებენ.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა