თეგებით ძიება

აქცია ფოთში - ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები თამარ ჟვანიას გადაყენებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ

ფოთში, #70-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. მათი ინფორმაციით, კომისიის დღევანდელ სხდომაზე დაგეგმილია არჩევნების შემაჯამებელი ოქმის შედგენა. შეკრებილები საოლქოს წევრებს მოუწოდებენ, ხელი არ მოაწერონ აღნიშნულ ოქმს,რადგან ქართველი ხალხი ამ ოქმს არ ცნობს. ისინი თამარ ჟვანიას გადაყენებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხის რისხვას ვერ გაექცევიან.

„ჩვენ მოვუწოდებთ საოლქოს, ამხელა ტვირთს, ივანიშვილის სიბინძურის ტვირთს ნუ აიღებენ თავიანთ მხრებზე. გონიერებას მოუხმონ და საერთოდ არ შეადგინონ ეს შემაჯამებელი ოქმი, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ამ ოქმს არ ცნობს და ითხოვს თამარ ჟვანიას გადაყენებას, ხელახალ არჩევნებს. ჩვენ მოვუწოდებთ ნუ გააკეთებენ ამას, რაც გააკეთეს იკმარონ“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, დარეჯან ცხვიტარია.

აქვე, საოლქო საარჩევნო კომისიასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული


წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა