თეგებით ძიება

საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე "ენმ"-ს პოლიტსაბჭოს წევრი ,ბესიკ გაზდელიანი, დააკავეს

სამგორის მე-6 საოლქო საარჩევნო კომისიასთან, „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ბესიკ გაზდელიანი დააკავეს - გაზდელიანი თანამოაზრეებთან ერთად კომისიის შენობასთან აქციას მართავდა, რა დროსაც შენობის შესასვლელთან ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერის დაკვრა სცადა. სამართალდამცველებმა ის სწორედ ამ დროს დააკავეს.

გაზდელიანმა დაკავებამდეც სცადა სტიკერის გაკვრა შენობასთან, რაზეც გაფრთხილება მიიღო ადგილზე მობილიზებული პოლიციის მხრიდან. სტიკერის ხელმეორედ გაკვრის მცდელობისას კი ის პოლიციამ დააკავა.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა