თეგებით ძიება

სააკაშვილისა და გუბაზისეული სცენარით მაიკ პომპეოს დახვედრა საქართველოსთვის კიდევ ერთი დარტყმის მიყენების მცდელობა იქნება - გია ვოლსკი


პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი საქართველოში მაიკ პომპეოს ჩამოსვლასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას აფასებს და ექს-პრეზიდენტს ხიბლის ცოდვით შეპყრობილს უწოდებს.

„მიხეილ სააკაშვილი ხიბლის ცოდვით არის შეპყრობილი და კიდევ სხვა ისეთი ჩანაფიქრები აქვს, რაც ქვეყნის დესტაბილიზაციას გამოიწვევს. როცა ხიბლზე ვსაუბრობთ, მოუსმინეთ, რას ამბობს მისი და ჯო ბაიდენის ურთიერთობაზე, თურმე, ობამაც მისი დახმარებით აირჩიეს ამერიკის პრეზიდენტის პოსტზე. ღურბელ-ღრუბელ და გვირაბებით სიარულს რომ თავი დავანებოთ, მას ისეთი შეგრძნება აქვს, რომ ის არის ლიდერი იმ პოლიტიკური ძალის, რომელსაც შეუძლია, დაანგრიოს. რასაკვირველია, თავის ფიქრებს კონკრეტულ განცხადებებად თარგმნის, მაგრამ ეს ფიქრები არ უკავშირდება საქართველოს ხვალინდელ დღეს და მის სტაბილურობას. ვფიქრობ, სააკაშვილისა და გუბაზისეული სცენარით მაიკ პომპეოს დახვედრა, საქართველოსთვის კიდევ ერთი დარტყმის მიყენების მცდელობა იქნება, როგორც მცდელობა ჰქონდათ იმის, რომ როგორმე საქართველოსთვის სანქციები დაეწესებინათ“, – განაცხადა ვოლსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა