საბოლოოდ, როგორ ინტერპეტაციას მიიღებს ვაშაძის ნათქვამი, არ ვიცი - გიორგი ვოლსკი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საბოლოოდ როგორ ინტერპრეტაციას მიიღებს ვაშაძის ნათქვამი, არ იცის.
მისი განმატრებით, \'\'ნაციონალური მოძრაობის\'\' შიდაპარტიულ დაძაბულობებზე ინფორმაციას არ ფლობს.
“რეალურად შიგნით რა დაძაბულობა და დაპირისპირებაა ამაზე ვერავინ ვერაფერს იტყვის. მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით მხოლოდ გრიგოლ ვაშაძეს არ აქვს. არის პარტიები და იმედია, საზოგადოების გარკვეული ნაწილიც, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს ოპონენტებს და რომლებიც სწორედ ასე ფიქრობენ, თუმცა საბოლოოდ როგორ ინტერპრეტაციას მიიღებს გრიგოლ ვაშაძის ნათქვამი და როგორი პროდუქტი დაიდება ამასთან დაკავშირებით მთლიანად “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, მე ნამდვილად არ ვიცი”,- განაცხადა ვოლსკიმ.