თეგებით ძიება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ფაიგ გულიევმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური რუსლან აბაშიძე მიიღო.

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ინფორმაციით, როგორც შეხვედრაზე ელჩმა განაცხადა, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს არა მხოლოდ აზერბაიჯანს, არამედ მთელ რეგიონს. ფაიგ გულიევმა ასევე, აღინიშნა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების წარმატებით განვითარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით.

„ელჩი მიესალმა სტუმარს და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ შეხვედრა მიმდინარეობს ისტორიულ დღეებში. მან თქვა, რომ აგრესიის დასრულება და ჩვენი მითვისებული მიწების დეოკუპაცია, რომელიც დაახლოებით 30 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს არა მხოლოდ აზერბაიჯანს, არამედ მთლიანად რეგიონს. ამასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების წარმატებით განვითარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და ყოვლისმომცველი განვითარების თვალსაზრისით. ასევე მნიშვნელოვან ფაქტორებად აღინიშნა ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი მხარდაჭერა და საერთაშორისო სოლიდარობა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა, რ. აბაშიძემ აზერბაიჯანს მიულოცა ბოლოდროინდელი ისტორიული გამარჯვება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობასა და კონფლიქტის გარშემო არსებულ ვითარებაზე. აბაშიძემ აღნიშნა ამ მიმართულებით გაწეული მუშაობის ზოგადი ასპექტები. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის დამყარებული ფორმატის მნიშვნელობას. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, რომ ნაყოფიერი კონტაქტები გაგრძელდება მომავალშიც.“, - ნათქვამია საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა