თეგებით ძიება

პომპეოს ვიზიტის დროს აქცია კარგი იქნება - თამარ კორძაია

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წევრი თამარ კორძაია პომპეოს ჩამოსვლასთან დაკავშირებით, მიიჩნევს, რომ ასეთი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

კორძაიას თქმით, გაკეთებული ანგარიშები და დასკვნები მაიკ პომპეოს სათანადო შეფასების შესაძლებლობას მისცემს.


„ასეთი მაღალი დონის ვიზიტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიზიტის დაგეგმვა იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბებით შექმნა კრიზისი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ მიერ გაკეთებული ანგარიშები და დასკვნები მას მისცემს სათანადო შეფასების შესაძლებლობას. ჩვენი პარტნიორების პოზიციას ამ არჩევნებთან დაკავშირებით დიდი იმედით ვუყურებთ. ჩვენ მიწოდებული გვაქვს დასკვნები აშშ-ის საელჩოსა და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, ამ წუთასაც ვმუშაობთ ამ საკითხებზე“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

თამარ კორძაიამ ასევე აღნიშნა, რომ ვიზიტის დროს აქციის ჩატარება კარგი იქნება.

\'\' პომპეოს ვიზიტის დროს აქცია კარგი იქნება. ბიძინა ივანიშვილს მომავლის წართმევა და ხელისუფლების მიტაცება სურს. ბუნებრივია, ნებისმიერი მშვიდობიანი ფორმა, რომლითაც ამას ჩვენს პარტნიორებს გავაგებინებთ, მისაღებია და კარგია“, – განაცხადა კორძაიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა