თეგებით ძიება

მას აქვს ვალდებულება უპასუხოს პრობლემებს, მიაღწიოს დაუყონებლივ დიალოგს ოპოზიციასთან და ქუჩაში მდგომ ხალხთან - ევროპარლამენტარების მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას

ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენი და ჟიგის პავილიონისი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან და გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებენ, სადაც ხელისუფლებას მოუწოდებენ, ოპოზიციასთან დიალოგს დათანხმდნენ. ევროპარლამენტარები მიმართვაში ასევე გმობენ ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან აქციების დაშლის ფაქტს და ეხმაურებიან არჩევნების გაყალბების ფაქტს:
"სიტუაცია, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნებს მოჰყვა, დასაფიქრებელია, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, საარჩევნო პროცესზე გავლენა იქონია ამომრჩეველზე ზეწოლამ, ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ამბობს რომ სახელმწიფოსა და მართველ პარტიას შორის იყო ბუნდოვანება საარჩევნო კამპანიაში, რამაც საზოგადოების ნდობა შეამცირა.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს სამართლებრივ საშუალებებს დემოკრატიულ პროცესში, იმისთვის რომ პასუხი გაეცეს არჩევნებთან დაკავშირებულ საჩივრებს.

საქართველოს მთავრობას, მმართველ პარტიასთან ერთად აქვს ვალდებულება უპასუხოს პრობლემებს, მიაღწიოს დაუყონებლივ დიალოგს ოპოზიციასთან და ქუჩაში მდგომ ხალხთან და საქართველოს დემოკრატიისთვის რთულ მომენტში მონახოს სწრაფი გამოსავალი.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, აკრძალოს მშვიდობიანი მოქალაქეების პოლიციის ძალით დაშლა და არ გააღვივოს ძალადობა ქუჩაში" - ნათქვამია ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებაში.


წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა