გურჯაანში საკუთარი სახლის ეზოში 39 წლის კაცი გარდაცვლილი ნახეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში 39 წლის კაცი გარდაცვლილი ნახეს. ის მეზობელმა საკუთარი სახლის საცხოვრებელ ეზოში იპოვა.
თანასოფლელები აცხადებენ, რომ კაცი სახლში მარტო ცხოვრობდა და ხშირად სვამდა. მათივე თქმით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზიც სწორედ სასმელზე დამოკიდებულება გახდა.
გარეგნული დათვალიერებით, გარდაცვლილს დაზიანებების კვალი არ აღენიშნება.
ადგილზე გამოიძახეს პოლიციაც.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წყარო:newposts.ge