თეგებით ძიება

"ჩვენი უფროსი არავინ არ არის ქართველი ხალხის გარდა!" - დავით ჭიჭინაძე

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერის, დავით ჭიჭინაძის თქმით, ელჩებთან შეხვედრაზე მათი წარმომადგენელიც უნდა ყოფილიყო, რომელიც მათ ინეტერესებს დაიცავდა.

ჭიჭინაძის განცხადებით, ქართველი ხალხის 52%-მა „ოცნების“ წინააღმდეგ მისცა ხმა და ამ ადამიანებს პატივისცემა სჭირდებათ.

„ტრიბუნას“ ლიდერმა, ასევე ხაზგასმით განაცხადა, რომ მან დაიწყო „ოცნების“ ნგრევა, რაც აისახა კიდეც განულებულ შედეგებში.

„ჩვენი უფროსი არავინ არ არის ქართველი ხალხის გარდა! და ქართველმა ხალხის 52 % მა, კი, „ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ მისცა ხმა და ამ ადმაიანებს პატივისცემს სჭირდებათ. ისიც ფაქტია, რომ 60 პარტიის წარმომადგენელს ნამდვილად არ დაუძახებდნენ ელჩებთან შეხვედრაზე, მაგრამ ის მაინც შემოეთავაზებინათ, რომ თუნდაც ერთი-ორი ადამიანი ყოფილიყო ჩვენი წარმომადგენელი და ინტერესების დამცველი. წინააღმდეგ შემთხვევაში რა გამოდის, კობახიძისეულ პირად გადაწყვეტილებას, ჟვანიას ბუღალტერიას აღიარებს ყველა?! ვიღაცას მეტად გაუყალბეს და ვიღაცას ნაკლებად და ესენი უნდა შევიყვანოთ და ესენი არა?! ასეთი დაყოფა ხომ პოლიტიკური ელიტის გაბანძებას უფრო ემსახურება! მითუმეტეს, რომ თუ მართლა ვინმეს ჰქონდა პირადი დაპირისპირება „ოცნებასთან“, მე ვარ და სწორედ მე დავიწყე „ოცნების“ ნგრევა, რაც პირდაპირ აისახა კიდეც ჩემი შედეგების განულებაში. და არც ის არის სწორი მიდგომა, რომ ელჩებთან მიმართებაში პირში წყალი უნდა დავიგუბოთ და ხმის გაღება ვერ გავბედოთ, რადგანმ არავინ არის ჩვენი უფროსი ქართველი ხალხის გარდა!“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა