თეგებით ძიება

"ჩვეულებრივი ამბავია... მოსახვედრს მოხვდა"- ყოფილი ფეხბურთელების რეაქცია მატჩზე მაღალჩინოსნების დასწრებაზე და სამოქალაქო პროტესტზე

ფიზიკური დაპირისპირება ფეხბურთის ფედერაციასთან - აქტივისტებსა და ფედერაციის თანამშრომლებს შორის მომხდარ ჩხუბს გიორგი ნემსაძე გამოეხმაურა.
მან ასევე მატჩზე "ოცნების" მაღალჩინოსნების ყიფნა შეაფასა და თქვა, რომ ჩვეულებრივი ამბავია, თუ ქვეყნის ხელმძღავენელბი VIP ლოჟაში იყვნენ და თამაშსს უყურებდნენ მაშინ, რომცა სტადიონზე გულშემატკივრების დასწრება აკრძალული იყო.
"შორს ვარ ეგეთი რაღაცისგან იმიტომ, რომ ვინ აკეთებს, რას აკეთებს, ვიცი, რომ არავინ არ ესწრებოდა და იყვნენ მხოლოდ თანამშრომლები, რომლებიც უნდა ყოფილიყვნენ ოფიციალურად. რასაც ვუყურებდი ეგენი იყვნენ მეტი არავინ, გულშემატკივრები იმიტომ არ დაესწრნენ, რომ ეს განხეთქილება არ მომხდარიყო. მთავრობის წარმომადგენლები შეიძლება ყოფილიყვნენ VIP-ში, რა მოხდა ეხლა, სახელმწიფოს ხელმძღვანელები არიან, ჩვენი ქვეყნის, ეს ახლა არ არის ახალი, ყველა ქვეყანაში ხდება", - ამბობს გიორგი ნემსაძე.
ასევე, ყოფილი ფეხბურთელის ლევან ცქიტიშვილის თქმით, აქტივისტები შეურაცხყოფაზე გადადიოდნენ "მოსახვედრს მოხვდა"- თქვა მან.

"ჩვენც ქართველები ვართ და ვერავის ვერ ავიტანთ გინებას, დედის გინებას, მოსახვედრს მოხვდა, ვინც საჭირო იყო, დაკეტილია, პანდემიაა, არ მუშაობს (კანცელარია) და ვერ გაიგეს?! ვისაც მოსახვედრი იყო, უნდა მოხვდეს", - თქვა ლევან ქციტიშვილმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა