თეგებით ძიება
17. 11. 2020 მსოფლიო

მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში ჩავიდა - "ვერავინ და ვერაფერი შეძლებს ჩვენი ერთიანობის დაშლას"

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი რუსეთში ჩავიდა. ცნობილია, მეუფე ნიკოლოზის ვიზიტს მიზეზიც. მოსკოვში მის ნათესავს,ანდრეი რუბლიოვის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დამფუძნებელს - დავით არსენიშვილს ყოველწლიური პანაშვიდი გადაუხადეს.

"ვერავინ და ვერაფერი შეძლებს ჩვენი ერთიანობის დაშლას" - ამბობს მიტროპოლიტი.

ცნობისთვის, ვიზიტის ამსახველი ფოტო და ინფორმაცია მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, მღვდელი ნიკოლაი ბალაშოვი Facebook-ზე ავრცელებს და წერს, რომ მიტროპოლიტ ნიკოლოზთან ერთად ტაძარში მსახურება სლავურ და ქართულ ენებზე შესრულდა. დღეს კი მეუფე სამეცნიერო კონფერენციაზე "ვეფხისტყაოსნის" შესახებ ისაუბრებს.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა