თეგებით ძიება
26. 04. 2024 მსოფლიო

შვედეთი სქესის შეცვლას ამარტივებს

შვედეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც გაუმარტივებს ადამიანებს კანონიერი სქესის შეცვლას - კერძოდ, სქესის შეცვლა 18 წლის ნაცვლად უკვე 16 წლიდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

შვედეთში სქესის შეცვლა 1972 წლიდან არის ნებადართული, თუმცა ეს პროცესი წლების განმავლობაში გრძელდებოდა და საჭირო იყო გენდერული დისფორიის დიაგნოზის დასმა ექიმის მხრიდან.

ახალი კანონი, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედება, საკმარისი იქნება უფრო ხანმოკლე კონსულტაცია ექიმთან ან ფსიქოლოგთან და ასევე ნებართვის მიღება ჯანდაცვის ეროვნული ბორდისგან.

ახალი კანონი ასევე განაცალკევებს კანონიერი სქესის შეცვლასა და სქესის შეცვლის სამედიცინო პროცედურას, რომელსაც კვლავ ხანგრძლივი შეფასება დასჭირდება.

კანონის მომხრეები ამბობდენ, რომ არსებული კანონის მოდერნიზაცია დაუახლოვებს შვედეთს მის სკანდინავიელ მეზობლებსა და სხვა ევროპულ ქვეყნებს, სადაც უკვე არსებობს ადამიანების მიერ საკუთარი კანონიერი სქესის განსაზღვრის სისტემები.

ბოლო გამოკითხვების თანახმად, შვედების 59% ამ წინადადებას ცუდს ან ძალიან ცუდს უწოდებს, ხოლო 22% ინიციატივას დადებითად აფასებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა