ჩინეთი აშშ-ს აფრთხილებს, წითელი ხაზები არ გადაკვეთოს - ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს, წითელი ხაზები არ გადაკვეთოს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ვან ი და ენტონი ბლინკენი ერთმანეთს პეკინში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის დროს შეხვდნენ და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს.
ჩინელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სტაბილურდება, თუმცა ნეგატიური ფაქტორები კვლავ არსებობს.
ენტონი ბლინკენმა კი განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და პეკინს კავშირების გაგრძელების საერთო პასუხისმგებლობა აკისრიათ.