თეგებით ძიება

"ამერიკა მადლობა ჩვენი მხარდაჭერისთვის","შეაჩერე სახელმწიფოს მიტაცება რუსეთის მიერ" - გზავნილები მაიკ პომპეოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნისთვის არჩევნების გაყალბების შესახებ გზავნილის მისაწოდებლად ოპოზიციამ სხვადასხვა ლოკაცია აირჩია. პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ოპერასთან, ოპოზიცია და მოქალაქეები იკრიბებიან და მაიკ პომპეოს მდუმარე აქციით ხვდებიან.

სახელმწიფო მდივანს მოქალაქეებმა გზავნილი მშვიდობის ხიდიდანაც გაუგზავნეს:

"არჩევნები გაყალბებულია რუსი ოლიგარქის მიერ" - წერია პლაკატზე, რომელიც მშვიდობის ხიდზეა გადმოფენილი.

რუსთაველის გამზირზეა გაშლილი კიდევ ერთი ბანერი . მოქალაქეები ამერიკას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან.

"ამერიკა მადლობა ჩვენი მხარდაჭერისთვის" , "შეაჩერე სახელმწიფოს მიტაცება რუსეთის მიერ" - ვკითხულობთ ბანერებზე.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა