„ფეხზე რომ ვდგავართ, ეს იმ სამღვდელოების, ჩვენი პატრიარქის, დედებისა და მამების ლოცვის შედეგია, რომლებიც განუწყვეტლივ ავედრებენ ღმერთს ქართველ ხალხს და საქართველოს“ - ირმა ინაშვილი
„ჩვენი დედაეკლესია და სარწმუნოებაა საქართველოს უმთავრესი ფუნდამენტი!“ – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს ეხმიანება.
„ფეხზე რომ ვდგავართ, ეს იმ სამღვდელოების, ჩვენი პატრიარქის, ეპისკოპოსების, დედებისა და მამების ლოცვის შედეგია, რომლებიც განუწყვეტლივ ავედრებენ ღმერთს ქართველ ხალხსა და საქართველოს! ვიდრე ეს ლოცვა გვაძლიერებს, არ გადავშენდებით! იხარეთ, იმრავლეთ, იბედნიერეთ, თქვენს ოჯახებთან ერთად!“ – წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.