თეგებით ძიება

5 თვეში თბილისში 1.6 მლრდ დოლარის ბინები გაიყიდა

2026 წლის მაისში, თბილისში უძრავი ქონების 3 748 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, - ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების 2026 წლის მაისის კვლევიდან ხდება ცნობილი.

მათივე ცნობით, მაისში მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 12.4%-ით გაიზარდა და 1 924 შეადგინა, ხოლო პირველად ბაზარზე გაყიდვები [რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს] წლიურად 9.7%-ით არის გაზრდილი და 1 824 შეადგინა.

„2026 წლის მაისში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად მცირედით, 2.5%-ით გაიზარდა, თუმცა გაყიდული ფართობი შემცირდა, რაც მაისში გაყიდული ბინების საშუალო ზომის შემცირებას უკავშირდება (ჯამურად 2026 წლის 5 თვეში +22.1% წ/წ),“ - აღნიშნულია კვლევაში.

ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ჯამურად, 2026 წლის იანვარ-მაისში თბილისში სულ 18 296 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 1.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21.9%-ით მეტია.

რაც შეეხება ფასებს, კვლევის მიხედვით, პირველად ბაზარზე (დეველოპერსა და ფიზიკურ პირს შორის განხორციელებული ტრანზაქცია) ფასები თვიურ ჭრილში გაზრდილია, ხოლო მეორად ბაზარზე (ფიზიკურ პირებს შორის განხორციელებული ტრანზაქცია) პირიქით, აპრილთან შედარებით ფასები შემცირდა.

„2026 წლის მაისში, უძრავი ქონების ფასი პირველად ბაზარზე ზომიერი ტემპით, თვიურად 0.3%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 1 412 აშშ დოლარი შეადგინა. მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი წინა თვესთან შედარებით 0.3%-ით შემცირდა 1 366 აშშ დოლარამდე, რაც აპრილში დაფიქსირებული მკვეთრი, 5% ზრდის შემდეგ ნაწილობრივ სტაბილიზაციაზე მიუთითებს,“ - ვკითხულობთ კვლევაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა